ჩინურმა თამაშების კომპანია Playtika-მ, კორპორატიული ღონისძიებისთვის იბიცაზე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კლუბი Amnesia Ibiza დაიქირავა და მუსიკალური გაფორმებისთვის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მოიწვია.როგორც Diario De Ibiza იუწყება, კომპანიამ, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა, 2500 თანამშრომელი კერძო თვითმფრინავით იბიცაზე გადააფრინა. მათთვის დაჯავშნული იყო 15 სასტუმრო. San Rafael კლუბის თანამშრომლებს აკრძალული ჰქონდათ ტელეფონებისა და სხვა გადამღები საშუალებების გამოყენება. ფოტო გადაღება იყო სასტიკად აკრძალული. ასევე მათ გააფორმებინეს კონფიდენციალურობის ხელშეკრულება.
ოფიციალურად ცნობილია, რომ მხოლოდ ჯენიფერ ლოპესი იყო გამომსვლელი. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სცენაზე გამოჩნდა ენრიკე იგლესიასიც. მადონა კი, მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა.
ისრაელში შექმნილი კომპანია, 2016 წელს 4.4 მილიარდ დოლარად შეისყიდა ჩინურმა კონსორციუმმა. Playtika უფასო ონლაინ თამაშების ლიდერი კომპანიაა. მის პოპულარულ თამაშებს შორის არის Slotomania, House Of Fun და Bingo Blitz.