შემოგვიერთდით

1-2 დეკემბერს, HR hub-ის ორგანიზებით, ბათუმში ღონისძიება HR 360◦ ჩატარდება

1-2 დეკემბერს, HR hub-ის ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო ,,გრანდ გლორიაში” მედეა ტაბატაძის ტრენინგი  HR 360◦ ჩატარდება. 

მედეა ფლობს ადამიანური რესურსის მართვის სფეროში მუშაობის 17+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. იგი არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესიონალი HR კონსულტანტი. მედეა ასევე არის საქართველოს ბაზარზე წამყვანი HR კომპანიის – “ინსორსის” დამფუძნებელი და დირექტორი.

ღონისძიება იქნება ორ დღიანი და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე:

  • HRM ფუნქციები, შრომითი ურთიერთობები და დოკუმენტაცია;
  • ანაზღაურების მართვა;
  • HR ბრენდინგი;
  • რეკრუტინგი და შერჩევა.

ტრენინგის ღირებულება შეადგენს 460 ლარს. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად არაუგვიანეს 25 ნოემბრისა და 25 დეკემბრისა. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სრული პროგრამა და დეტალები იხილეთ: https://bit.ly/2qudnQ5

დასასწრებად მოგვწერეთ 20 ნოემბრამდე info@hrhub.ge ან დაგვირეკეთ (+995)595990107. ადგილები შეზღუდულია.

ღონისძიების პარტნიორები არიან: სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი” ,სასტუმრო ,,გრანდ გლორია” და პალიტრა მედია ჰოლდინგი.

  •  
  •  
  •  
  •