შემოგვიერთდით

112-ის ოპერატორი მარიამ ჭუმბაძე: “24 საათი ვცდილობ დავეხმარო ხალხს”

მარიამ ჭუმბაძემ 30 წლის წინ, 9 აპრილის დემონსტრაციებში მიიღო მონაწილეობა. ის 112-ის ოპერატორია, რომელიც მაშინ 16 წლის იყო.

“კვირა დღს იყო მე და ჩემი მეგობარი წავედით. ძალიან გვინდოდა, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი. იგრძნობოდა ერთობლიობა. ყველას ყველა უყვარდა.

ჩვენ სახლში დავბრუნდით და მეორე დილას გავიგეთ თუ რა მოხდა ღამე იქ. ალბათ იმის მიზეზიც არის ის რომ 112-ში ვმუშაობ.

იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ ვერაფერი გავაკეთე, ვერ დავეხმარე იმ ხალხს, ვინც იქ იყო და ვერ დავუდექი გვერდით, დღესდღეობით 112-ში ვმუშაობ და ყოველდღე 24 საათს განმავლობაში ვცდილობ დავეხმარო ხალხს.”  – მარიამ ჭუმბაძე.

  •  
  •  
  •  
  •