15 და 16 ივნისს, თბილისში, „უნარები საქართველოსთვის – პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გაიმართება.
ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლები საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები არიან. ეს იქნება პროფესიული განათლების მიმართულებით ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც კი საქართველოში ამ დრომდე ჩატარებულა, რადგან მას პროფესიული განათლების 20-ზე მეტი გერმანელი ექსპერტი და 8000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრება.
ღონისძიება „უნარები საქართველოსთვის“ სამი ნაწილისაგან შედგება: სახალხო ღონიძიება, დარგობრივი კონფერენცია „Expert to Expert talks“ და Skills4Georgia talks. სახალხო ღონისძიება 15 ივნისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
სხვადასხვა თემატურ ზონაში თვალსაჩინოდ იქნება ნაჩვენები არაერთი პროფესია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. გარდა ამისა, ადგილზე იქნება განსხვავებული საკვები და პუბლიკაციების ზონა. 4 საათიდან დიდ სცენას დაიკავებს ელის ბენდი, 7 საათიდან მათ ჩაანაცვლებს ელენე კალანდაძე, 10 საათიდან კი DJ წვეულება დაიწყება.
დარგობრივი კონფერენცია Expert to Expert Talks კი ასევე 15 ივნისს რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცეში პირველი რესპუბლიკის მოედნის მოპირდაპირედ ჩატარდება. დაახლოებით, 150 ექსპერტი და სტუმარი პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხების განხილვაში მონაწილეობას ერთად მიიღებს. ცნობილი გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს გამოცდილებასგაუზიარებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს აკადემიური ფორმატი ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზებისთვის.
Skills4Georgia Talks გაიმართება კვირას, 16 ივნისს ასევე რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცეში. ღონისძიებას ღია და საინტერესოსაუბრის სტილი ექნება. ქართველი ექსპერტების და გერმანული კომპანიის Studio2B წარმომადგენლების ძირითადი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ უნარებსა დადასაქმებისთვის მათ მნიშვნელობას.
პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები, ერთი მხრივ, წარმოაჩენს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივ, მრავალწლიან თანამშრომლობას. მეორე მხრივ, კი ეს დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობა იქნება.