შემოგვიერთდით

2018 წლის 1 თებერვლიდან მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს მიიღებს.

ცვლილებების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გუშინ გამოქვეყნდა.

ამ დრომდე დანამატის ოდენობა წამყვანი მასწავლებლისთვის 250 ლარით განისაზღვრებოდა, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი 300 ლარით.

აღნიშნული ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში  შევიდა.