18 წლის ამბროლაურელი, გიორგი არველაძე როდესაც ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში” ტესტირებას გადიოდა, იცოდა რომ წარმატებას მიაღწევდა. თუმცა, მაღალი ქულის მოლოდინი არ ჰქონია.
2018 წლის 6 ნოემბრიდან ის სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფიციალური თანამშრომელია, ამბროლაურის მომსახურების ცენტრის ელექტრიკოსის პოზიციაზე. ტესტირებამდე, გიორგიმ კომპანიაში 3 თვიანი სტაჟირება გაიარა, სადაც ისწავლა ყველა ის თეორიული თუ პრაქტიკული უნარები, რომელებიც აუცილებელია დამწყები ელექტრიკოსისთვის. გიორგი ჯერ კიდევ გამოცდილების დაგროვების ეტაპზეა და შესაბამისად მხოლოდ იმ სამუშაოებს ასრულებს, სადაც მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.