შემოგვიერთდით

23 აგვისტო ჩაფხუტების დღეა – “რაში გჭირდება მაყუთი თუ არ გახურავს ჩაფხუტი”

👷23 აგვისტო ჩაფხუტების დღეა👷

თარიღთან დაკავშირებით, “m² უძრავი ქონების“ შვილობილმა სამშენებლო კომპანია “BK Construction”-მა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, წამოიწყო ახალი სოციალური კამპანია, რომელსაც შემოუერთდა კოტე ყუბანეიშვილი. მოკლე, გალექსილი სლოგანებისაგან შემდგარი სტენსილები ალბათ უკვე შეგხვდათ ქალაქში.

აღნიშნული კამპანიით კომპანიას სურს, კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელობას და ყველას შეახსენოს, თხოვოს და მოვუწოდოდ, დაიხურონ ჩაფხუტი!

#bkconstruction #ჩაფხუტებისდღე