შემოგვიერთდით

25 დეკემბერს, HR hub-ის 2018 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა

უკვე მესამე წელია HR hub HR მენეჯერებისთვის ყოველთვე სხვადასხვა თემაზე ღონისძიებებს ატარებს.

80 ადამიანი დაესწრო ჰაბის 2018 წლის ბოლო ღონისძიებას, რომელიც ტერმინალში გუშინ გაიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილი ბიზნესკონსულტანტისა და ტრენერის – დავით გოგიჩაიშვილის გამოსვლას დაეთმო. მან ისაუბრა თვითმოტივაციასა და მოტივაციაზე. თემის სათაური საკმაოდ ორიგინალურად ჟღერდა – ,,რაც შეუკვეთეთ, ის ჩამოვიდა“. ნოემბერში HR hub-მა ჩაატარა კვლევა და მის წევრებს ჰკითხა თუ ვის ისურვებდნენ სპიკერად და რა თემაზე. პასუხებიდან სწორედ, დავით გოგიჩაიშვილი გამოიკვეთა და სათაურიც შესაბამისად შეირჩა.

ღონისძიების მეორე ნაწილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. მას უძღვებოდა პაატა პაპავა, რომელიც კომპანია Teamboat-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერია. პაატა 2000 წლიდან ქმნის ტრენინგ პროგრამებს ლიდერობისა და გუნდურობის, ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული კულტურის, მენტორებისა და ტრენერების მომზადების, თანამედროვე მენეჯმენტის თემებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში განხორციელებული გუნდური აქტივობები, HR-ის სხვადასხვა აქტუალურ თემას შეეხო.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით  მიმართა ბიზნეს ლიტერატურის ,,ლურჯი ოკეანის“ მენეჯერმა და ყველა მათგანს საჩუქრად ფასდაკლების ბარათები გადასცა.  ,,ლურჯი ოკეანის“ წიგნებით დაჯილდოვნდნენ პრეზენტატორები, რომლებმაც გუნდის პრეზენტაციები წარმოადგინეს.

თუ გავიხსნებეთ HR hub-ის ყოველთვიურ შეხვედრებს, აღნიშნული ღონისძიება ყველაზე ხანგრძლივი გამოვიდა და ის 5 საათს გაგრძელდა.

HR hub 2019 წელს კვლავ გააგრძელებს შეხვედრების ორგანიზებას და კლუბის წევრებს ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

შეგახსენებთ პალიტრა მედია ჰოლდინგი HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის გენერალური სპონსორია.

 

  •  
  •  
  •  
  •