შემოგვიერთდით

26 დეკემბერს ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართა

HR hub-მა Grant Thornton-თან თანამშრომლობით, ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” ჩაატარა. შეხვედრას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერები ესწრებოდნენ.

ვორქშოპი შეეხო შემდეგ საკითხებს:

  • რეფორმის ზოგადი და მაკროეკონომიკური გარემოს შეფასება;
  • საპენსიო სქემა/სტრუქტურა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო/ნებაყოფლობითი მონაწილეობა (პრაქტიკული მაგალითები და ქეისების განხილვა, მათ შორის არარეზიდენტებთან მიმართებაში);
  • საპენსიო სქემის სტრუქტურა, სააგენტოს უფლებები / მოვალეობები და ტექნიკურ/ადმინისტრაციული საკითხების მიმოხილვა, მათ შორის ინფორმაციის წარდგენა და რეპორტინგი;
  • საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა, პენსიის გაცემის მეთოდები და შეზღუდვები;
  • ტექნიკური და პრაქტიკული ქეისების განხილვა. კერძოდ, საპენსიო შენატანების კალკულაციები სახელფასო და ხელფასთან გათანაბრებულ (ბენეფიტები) განაცემებზე, ასევე მომსახურებით ურთიერთობებთან დაკავშირებული გაანგარიშებები;

მნიშვნელოვანი დრო დაეთმო კითხვა–პასუხს.

ვორქშოპს უძღვებოდა  Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა შურღაია.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. სისტემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს.