შემოგვიერთდით

26 დეკემბერს ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართება

26 დეკემბერს, 16:00სთ-ზე HR hub-ის ორგანიზებით, Grant Thornton-თან ერთად ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართება.

ვორქშოპი HR მენეჯერებისთვის ჩატარდება და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რეფორმის ზოგადი და მაკროეკონომიკური გარემოს შეფასება;
  • საპენსიო სქემა/სტრუქტურა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო/ნებაყოფლობითი მონაწილეობა (პრაქტიკული მაგალითები და ქეისების განხილვა, მათ შორის არარეზიდენტებთან მიმართებაში);
  • საპენსიო სქემის სტრუქტურა, სააგენტოს უფლებები / მოვალეობები და ტექნიკურ/ადმინისტრაციული საკითხების მიმოხილვა, მათ შორის ინფორმაციის წარდგენა და რეპორტინგი;
  • საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა, პენსიის გაცემის მეთოდები და შეზღუდვები;
  • ტექნიკური და პრაქტიკული ქეისების განხილვა. კერძოდ, საპენსიო შენატანების კალკულაციები სახელფასო და ხელფასთან გათანაბრებულ (ბენეფიტები) განაცემებზე, ასევე მომსახურებით ურთიერთობებთან დაკავშირებული გაანგარიშებები;

მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა კითხვა – პასუხის რეჟიმს (გავივლით და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას).

ვორქშოპს გაუძღვება  Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა შურღაია.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. სისტემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს.

ღონისძიება გაიმართება მედიათეკაში, ნაძალადევი ცოტნე დადიანის 164.

ვორქშოპზე დასწრება ფასიანია. მეტი დეტალისა და რეგისტრაციისთვის 22 დეკემბრამდე მოგვწერეთ: info@HRhub.ge