27 მაისს HR hub-ის ღონისძიება “ნელქარისში” გაიმართება.
შატო “ნელქარისი” ანტიკური ქალაქის ნელქარისის ადგილას დგას. HR hub-ის ღონისძიებაზე აღმოვაჩენთ ახალ ულამაზეს ადგილებს და თან ინოვაციურ HR ამბებზე ვისაუბებთ, ამას დავამატოთ თავგადასავლებიც და ჰაბათნ ერთად კიდევ ერთი ულამაზესი და დაუვიწყარი დღეც მზადა.
ულამაზეს ადგილზე, ძალიან საინტერესო მენტორით, თემითა და სიურპრიზებით სავსე დღე გველოდება.
HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება.
მოწვეული მენტორები იქნებიან:
- ირაკლი კილასონია: კომპანია Pedersen & Partners – ის კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. თემა: როგორ მოვიძიოთ ტალანტები
-
ზურა ორაგველიძე: ევროკავშირის პროექტის Skills4jobs კონსულტანტითემა: შშმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებული სტიგმა და სტერეოტპიები
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 27 მაისს შატო “ნელქარისში”.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!