შემოგვიერთდით

31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით და პსპ დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისს, შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2020 გაიმართება. 

მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და სფეროსთან დაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს.

დაესწარი ღონისძიებას და აღმოაჩინე: 11 სპიკერი, ვორქშოფები, ყველაზე განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეთვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, განტვირთვისა და შემოქმედებითი სივრცეები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოფსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;
  • აღმოაჩენთ საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში;
  • მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებსა და ნეთვორქინგ აქტივობებში;
  • გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;
  • შეხვდებით ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;
  • გაიცნობთ და გაეცნობით ადამიანებს თქვენი სფეროდან.

რაც ყველაზე მთავარია, თქვენ მოისმენთ რეალურ ქეისებს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებთ. წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა ცვლილებები.

ვინ იქნებიან სპიკერები:

  1. ნინო ნიაური – პსპ დაზღვევის მოწვეული სპიკერი, ვან ფოინთის თანადამფუძნებელი – ცვლილებების მოტივატორი
  2. ნინო ფეიქრიშვილი – HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, “ნიკორა სუპერმარკეტის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ყველაფერი შესავლით იწყება
  3. მედეა ტაბატაძე – საკონსულტაციო კომპანია ინსორსის მენეჯერი – ჰიბრიდული მენეჯმენტი ახალი რეალობისთვის
  4. თეონა ბაღათურია – HRM და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი – მუმუ ვარ თუ HR?!
  5. საშა კაცმანი – ბიზნეს კონსულტანტი Katsman & Friends დამფუძნებელი – კულტურის ენტროპია როგორც ცვლილების წინაპირობა და წინაღობა;
  6. ლევან კირვალიძე – ოპპას გენერალური დირექტორი – გაბედე
  7. ირმა ოქროპირიძე – HR ექსპერტი – HR-ის როლი კრიზისში
  8. ანჯეი მალინოვსკი – ბილაინის გენერალური დირექტორი – Values as foundation of real change
  9. ია ბერსენაძე – საჯარო გამოსვლების, სტრესის მართვის და თვითპოზიციონირების ტრენერი – სტრესი, როგორც წარმატების თავარი ფაქტორი
  10. მაგდა ელისაშვილი – Grant Thornton Georgia – ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი – ანტიკრიზისული ვაქცინები” თქვენი გუნდის წარმატებისთვის გრანთ თორნთონისგან
  11. ლელა კვარაცხელია – GWP-ის ადამიანური კაპიტალის დაგეგმვის შერჩევისა და დაქირავების სამსახურის უფროსი – სიძნელეებს შორის ნაპოვნი შესაძლებლობები

პანელ დისკუსია

,,გააზიარე შენი სათქმელი სამიტზე!“ – წელს პანელ დისკუსია განსხვავებული ფორმატით წარიმართება. ნებისმიერ თქვენგანს შესაძლებლობა ექნება გახდეს პანელის მონაწილე. ასე რომ იფიქრეთ, რას ეტყოდით აუდიტორიას პანელის მონაწილე რომ იყოთ?! დეტალებს ადგილზე შეიტყობთ.

ვორქშოპები:

  1. პალიტრა მედია ჰოლდინგი – Networking Room;
  2. ნიკორა სუპერმარკეტი – Meeting Room;
  3. Talent Flow – მუღამი ცვლილებებში ანუ #შე[ნ]ცვალე;
  4. პაპუნა ბარათაშვილი – ქოუჩი ACC – ქოუჩინგის გამოყენების პრაქტიკა ცვლილებების მართვისას;
  5. გრიგოლ სიდამონიძეPKF Kaizen-ის პარტნიორი- ფორსმაჟორი და შრომითი ურთიერთობა;
  6. ირინა დუმბაძე – სტრატეგიული მარკეტინგის, ბრენდინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი,  Personist-ის თანადამფუძნებელი –  პერსონალური ბრენდინგი;
  7. 4media – რჩევები კარიერული გვერდის სამართავად.

აქტივობებზე რეგისტრაცისთვის გადადით ბმულზე.

ICF საქართველოს 12 წევრი სამიტის მონაწილეებს ქოუჩინგის კუთხეში უმასპინძლებს, სადაც დელეგატებს შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ქოუჩინგთან დაკავშირებულ კითხვებზე და მონაწილეობა მიიღონ დემოსესიებში, რომლის დროსაც საკუთარ თავზე გამოცდიან ქოუჩინგის ძალას. დემოსესიებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: რეგისტრაცია.

HR ბიზნეს სამიტზე, ულამაზეს ღია სივრცეში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ. Hotsale-ის სივრცეში შეძლებთ დაისვენოთ და ფოტო სტენდთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღოთ. Rem Bow Events იზრუნებს თქვენს განწყობაზე და განტვირთვის კუთხეში სასიამოვნო და ფერად გარემოს შეგიქმნით, ხოლო Artubani შემოქმედებით კუთხეს მოაწყობს და ადგილზე შეგეძლებათ საინტერესო სახელოვნებო აქტივობებით დაკავდეთ.

ღონისძიების ბოლოს, ჩატარდება Hotsaleის გრანდიოზული გათამაშება, რომელშიც სამიტის ყველა დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ასევე პრიზებს გაათამაშებენ: ნიკორა, მეამა, King David, Talent Flow.

ბილეთები: tkt.ge 

ბილეთის ღირებულება:

  • 150 ლარი ( 27 ივლისამდე)
  • 200 ლარი (27 ივლისიდან 29 ივლისამდე)

თუ საკუთარი ტრანსპორტით ვერ ახერხებთ სამიტზე ჩამოსვლას, მოგვწერეთ (info@hrhub.ge)  და თქვენს უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი იზრუნებს. 

HR hub Next-ის მენტორები და წევრები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.

კორპორატიული ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: info@hrhub.ge

ღონისძიების წარმდგენია: პსპ დაზღვევა – PSP Insurance 

ვერცხლის სპონსორები: Grant Thornton Georgia  King David KD4US  Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი  ნიკორა სუპერმარკეტი  World Vision საქართველო

HR Tech კუთხის წარმდგენი: Vabaco

მხარდამჭერები: ბლაუენშტაინ საქართველო  საკონდიტრო მადარტი  მეამა www.artubani.ge  BIA • ბია  Talent Flow  ICF საქართველო

გათამაშების წარმდგენია: Hotsale.ge 
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი  ბიზნეს ფორმულა InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი რადიო პოზიტივი

თუ გსურთ გაიგოთ რა ხდებოდა HR ბიზნეს სამიტზე 2019 წელს, იხილეთ ვიდეო.