4 ნოემბერს HR hub-ის ღონისძიება “რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მრავაფუნქციურ კომპლექსში” გაიმართა.
მოწვეული მენტორი იყო თიკა შარაძენიძე BP-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი. მას დამთავრებული აქვს The Nottingham Trent University. BP-ში მუშაობა როგორც მრჩეველმა და ექსპერტმა 2010 წლიდან დაიწყო. 2014 წლიდან კი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. თემა: “მოტივაცია BP-ში.”
მეორე მენტორი იყო ანი გაგუა არის HR პროფესიონალი, რომელიც 10 წელზე მეტია მუშაობს კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით. მიმდინარედ კომპანია “საგა იმპექსის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს და ასევე ევროკავშირის პროექტის ტრეინინგ ექსპერტია. თემა: “გუნდის შეკვრის (Team Building) ტრეინინგის მრავალმხრივი გამოყენება – შერჩევიდან განვითარებამდე.”
HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა. ეს ღონისძიებაც განსაკუთრებული იყო. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა.
გასაქანი მივეცით ფანტაზიას და HR hub-ში მენტორების საინტერესო, პროფესიული გამოსვლების შემდეგ ღონისძიების მეორე ნაწილი HR-ულ სპორტულ თავგადასავალს, კარტინგის ჩემპიონატს დაეთმო, რომელშიც მონაწილეობა კარტინგის მოყვარულმა HR მენეჯერებმა მიიღეს.
HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!
შეხვედრა გაიმართა სატუმრო “იოტაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია რადიო იმედი.