შემოგვიერთდით

5 ოქტომბერს HR hub-ის ღონისძიება გაიმართა – ახალი სეზონი დაიწყო

5 ოქტომბერს HR hub-ის ამ სეზონის პირველი ღონისძიება სასტუმრო “იოტაში” გაიმართა.

ღონისძიება გაიხსნა სიციალის თერაპიით, მერე ნაწილი კი მენტორის პრეზენტაციას დაეთმო. მოწვეული მენტორი იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის HR დირექტორი ქალბატონი თეონა ბაღათურია, რომელმაც მის კომპანიაში დანერგილი ინოვაციური და საინტერესო მიდგომების შესახებ ისაუბრა და აუდიტორიის დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

ამ ღონისძიების თემა იყო კომპენსციები და მებეფიტები.

HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!

შეხვედრა გაიმართა სატუმრო “იოტაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.

HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია რადიო იმედი.