დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსების (Microsoft-ის მიერ შექმნილი პლატფორმა) ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების მიზნით, ფონდმა ონლაინ მოდულების შექმნა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო.
შედეგად, პირველად საქართველოში ონლაინ რეჟიმში მასწავლებლები პროფესიული განვითარების ტრენინგების გავლას შეძლებენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ არის ინიცირებული და ის პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები.
პროფესიული განვითარების ახალი ინსტრუმენტი განკუთნილია:
- საგნობრივი კურსი – მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის;
- პროფესიული უნარების კურსი კი ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის.