შემოგვიერთდით

პსპ დაზღვევა HR hub-ის ყოველთვიური ღონისძიებების მხარდამჭერი გახდა

HR hub 2015 წლიდან ატარებს ყოველთვიურ ღონისძიებებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის.

ეს არის ინოვაციური, საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ჰაბი HR სფეროში – ახალი შესაძლებლობები, ცოდნა და კონტაქტები. ჰაბის წევრების რაოდენობა უკვე 700-ს აღემატება.

მოხარული ვართ, რომ HR hub-ის ახალი სეზონის მხარდამჭერი პალიტრა მედია ჰოლდინგთან ერთად, გახდა პსპ დაზღვევა. ერთობლივად ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას გპირდებით. აღნიშნულ სიახლეზე ვესაუბრეთ პსპ დაზღვევის დირექტორს სოფიო ლებანიძეს.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ HR hub-ის ყოველთვიური ღონისძიებების მხარდამჭერი გამხდარიყავით?

პსპ დაზღვევასა და HR hub-ს შორის თანამშრომლობა უკვე ტრადიციად იქცა. ამის მიზეზი ბევრია და მარტივად გასაგები. ვიტყვი მოკლედ, ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ულევი პოტენციალი აკეთოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენ, პსპ დაზღვევა კი, ყოველთვის ვიქნებით საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმის და ინიციატივების მხარდამჭერები.

HR hub: როგორ იქნება პსპ დაზღვევა წარმოდგენილი ჰაბის ღონისძიებებზე?

პსპ დაზღვევის ხედვა და სტრატეგია არის ტექნოლოგიური პროგრესი და ინოვაციები. ძალიან ბევრი სიახლე გვქონდა გასულ და მიმდინარე წელს. მაგალითად, სულ ახლახანს  დაზღვევის პორტალში ინტეგრირდა ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც დაზღვეულს საშუალებას აძლევს ჩივილებზე დაყრდნობით მოახდინოს აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ოჯახის ექიმისთვის. ეს სისტემა ბუნებრივია არის ძალიან დიდი კომფორტი, როგორც დაზღვეულისთვის, ასევე ექიმისთვის, მაგრამ კომფორტის გარდა ეს არის ტექნოლოგიური პროგრესი, რომლის მიახლოებული ანალოგი საქართველოში არ არის. იმიტომ რომ ტექნოლოგიური პროგრესი და სერვისები, ასევე ინოვაციები არის ჩვენი ხედვის და განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება დღის წესრიგში დგება გამოწვევა, რასაც კიბერუსაფრთხოება ჰქვია. ამიტომ 30 სექტემბერს, HR Hub -თან ერთად ვაწყობთ საინტერესო ღონისძიებას, რომელიც სწორედ ტექნოლოგიას და მის უსაფრთხო გამოყენების საკითხებს ეთმობა.

HR hub და პსპ დაზღვევა პარტნიორ ორგანიზაციებს, მომავალშიც შესთავაზებს პრაქტიკულ და საჭირო თემებზე სხვა დამატებით ღონისძიებებს, რომელიც პროდუქტიული თანამშრომლობისა და შედეგების მიღების ძალიან კარგი პლატფორმაა.