შემოგვიერთდით

სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი” ახალ ოფისში გადავიდა

პრაიმში სიახლეა – კომპანიამ ადგილმდებარეობა შეიცვალა და ახალი ოფისი GreenHill Residence • გრინჰილ რეზიდენსში განთავსდა. 

კომპანია მომხმარებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოსთან ერთად, დამატებით სერვისებსაც სთავაზობს. ახალი ოფისი ფუნქციონირებას თბილისში უნივერსიტეტის ქ. N24-ში გააგრძელებს.

მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია პრაიმის უმთავრესი უპირატესობა მისსავე დევიზში იკვეთება – აქ თითოეული მომხმარებელი VIP სტატუსით სარგებლობს, რაც ბრენდს გიგანტური სადაზღვევო კომპანიებისგან გამოარჩევს. ადამიანებზე ორიენტირება პრაიმის მიერ არჩეული უცვლელი მიმართულებაა, რისი მეშვეობითაც სადაზღვევო ბაზრისთვის საჭირო პროდუქტების შექმნა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ხდება.

2018 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე ახალი განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. პრაიმის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეშია. უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანიას რამდენიმე ფილიალი შეემატა – ზუგდიდში, მარნეულში, ფოთსა და ბათუმში. პრაიმი ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე და უახლოეს მომავალში კიდევ გეგმავს გაფართოებას.