პირველი სექტემბრიდან ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას დაევალა იყოლიოს შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელი ან დაიქირაოს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მათი ბიზნესის კონონთან შესაბამისობას შრომის უსაფრთხოების კუთხით.
აგვისტო – სექტემბრის თვეში დაუზუსტებელი ინფორმაციით 10 – მდე შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია გამოჩნდა არსებულ ,,დაბნეულ და ბურუსით’’ მოცულ ,,ბაზარზე’’.
გაჩნდა განცდა რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილა უმდიდრესი ადამიანური რესურსით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მიმართულებით, და ამ ყველაფრის შემხედვარე მეტი ოპტიმიზმიც გამიჩნდა უსაფრთხო კულტურის სწრაფი დანერგვის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში. რომ არა მცირედი კვლევა (რაც შევძელით ჩვენი ძალებით) და რაც ამ დასკვნის საფუძველს მაძლევს: მივდივარ ერთ-ერთ ბიზნესთან შეხვედრაზე, მობილიზებული და აბსოლუტურად მზად დაუფარავი/ღია საუბრისთვის. ბიზნეს წარმომადგენელიც ცოტა უფრო დაღლილი მომეჩვენა ვიდრე ადრე მსგავს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მძიმედ და აუჩქარებლად, თვითდაჯერებულმა მომიგო (პირველივე კითხვა) – რა ჯდება თქვენი მომსახურება? რა თქმა უნდა არასერიოზულად მივიღე და ავუხსენი რომ მათი ბიზნეს სპეციფიკას უნდა გავცნობოდი და შემდეგ მეპასუხა ამ კითხვაზე. (მეორე კითხვა) – იღებთ თუ არა სრულ პასუხისმგებლობას შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კომპანიაში? იმ დოზით ვიღებთ რამდენადაც კანონი გვაძლევს საშუალებას (პასუხი). …… მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ,,რესპექტაბელურმა’’ ბიზნეს წარმომადგენელმა მომიგო და მითხრა – ჩვენ უკვე შევარჩიეთ 4 კომპანია, რომლებთანაც გავდივართ მოლაპარაკებებს და თქვენს მიერ სავარაუდო ფასი და პასუხისმგებლობის ნაწილიც ბევრად ჩამორჩება მათ შემოთავაზებას. არც კვალიფიკაცია უკითხავს, არც სამუშაო სპეციფიკა, არც გამოცდილება, არც შედეგი და მოლოდინები, არც ის თუ რას გულისხმობს კანონი პასუხისმგებლობის ნაწილში და რა ვალდებულებებია მათ წინაშე.
სულ უფრო ხშირი და ხშირი გახდა მსგავსი პათოსით მოსაუბრე ,,დირექტორები’’ და შემდეგ დავიწყე სოციალურ ქსელში ამ ახალ-ახალი საკონსულტაციო კომპანიების ,,news feed’’ სარეკლამო ველში ინფორმაციის მოძიება: ქადაგებენ – ,,შრომის უსაფრთხოების სრულ სისტემურ დანერგვას’’, იღებენ სრულ პასუხისმგებლობას კომპანიაზე მიყენებულ ზარალსა თუ ზიანზე, დებენ ისეთ მომსახურების ფასს, რომ მინიმუმ ყველაზე იაფიანი ტრანსპორტით რომ იმოძრაონ ამ კონკრეტული ბიზნესის დასაფარად ამაშიც კი ვერ ეყოფათ. შესაბამისად რასთან გვაქვს საქმე ადვილი მისახვედრია და ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ ეტაპზე, რომ დაინერგოს უსაფრთხო მუშაობის პრაქტიკა და განვითარდეს ბიზნესი ამ კუთხით, არც თუ ისე სახარბიელო პლატფორმა იქმნება. არ და ვერც ვისაუბრებ მათ კვალიფიკაციაზე და გამოცდილებაზე. უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა ძალიან განიცდის ადამიანური კაპიტალის დეფიციტს და რომელიმე აკრედიტებული კურსის გავლის შემდეგ (მათ შორის ჩვენი საერთაშორისო IOSH-ის) არ ნიშნავს გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტებს.
კურსები მსმენელებს აძლევს ბაზისურ ცოდნას შრომის უსაფრთხოების მართვის კუთხით, რომ გახდნენ მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადი ადამიანები და ინდიკაციას მიმართავს მათი შემდგომი განვითარების, ეს განვითარება კი სრულიად არის დამოკიდებული მსმენელის/დელეგატის უნარებსა და მოქნილობაზე.
საფკო – ურჩევს ბიზნესს, კონსულტანტი კომპანიის შერჩევისას ყურადღება მიაქციონ კანდიდატების კვალიფიკაციას, გამოცდილებას, განიხილონ დეტალურად რა მართვის მეთოდებით აპირებენ პროცესების მართვას, ფასს, რომელიც არაადეკვატურია და თავის თავში უკვე გულისხმობს მოჩვენებით უნაყოფო სერვისს. ამასთან დავძენდი, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას დაემატება 26 ახალი ტექნიკური რეგლამენტი და ეს რეგლამენტები გასატარებელი და დასანერგი იქნება ბიზნესში, შესაბამისად ბიზნესს ვურჩევდით თავიდანვე დაიწყონ ფიქრი და მოქმედება კვალიფიციურ საკონსულტაციოებთან (თუ ასეთის სურვილი აქვთ).
საფკო თანამშრომლობს მხოლოდ მცირე რაოდენობის ბიზნესთან, რადგან ვერ ახერხებს სრულად ადამიანური რესურსის განაწილებას (სიმწირის გამო), ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ ბიზნესებთან, რომლებიც ადეკვატურად ხედავენ თანამედროვე გამოწვევებს და მეთოდური არიან შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვის გზაზე.
სტატია მოამზადა SafCo-ს დამფუძნებელმა დავით თხელიძემ.