ქუთაისელმა დავით კიკვაძემ გადაწყვიტა საცოლეს სამსახურის ძიებაში დაეხმაროს.
მართალია მისი საცოლე ქრისტინე ამჟამად დასაქმებულია, მაგრამ გვიან მუშაობა უწევს, რაც ხელს უშლის სწავლაში. დათომ გადაწყვიტა ამის შესახებ ლინკდინზე დაეპოსტა:
#ვაკანსიასაცოლისთვის: მოგესალმებით. მინდა რეკომენდაცია გავუწიო ჩემს საცოლეს, რომელიც სუპერმარკეტები კონსულტანტ-მერჩენდაიზერია. მისი საქმიანობის ფარგლებში, დაქვემდებარებულ მაღაზიებში გეგმა სრულდება წარმატებით ( 100% + 15% ), პროდუქცია არის ყოველთვის მოწესრიგებული და მომხმარებლების 90% გამოთქვამს კმაყოფილებას. მისი შედეგი მეტყველებს მის პროფესიულ და პიროვნულ თვისებებზე. მიუხედავ იმისა, რომ ნიკორას ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უწყობს ხელს და მასზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ( ამისთვის #Respect ამ მაღაზიას) სამწუხაროდ ძალიან გვიან უწევს სამსახურიდან გამოსვლა და ვერ ახერხებს საფუძვლიანად სწავლას. შემოთავაზების შემთხევევაში, გთხოვთ დააკომენტაროთ ან მოგვწეროთ. ლოკაცია – ქუთაისი.