საქართველოში ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი “აგროჰაბი” ბათუმში, ჯავახიშვილის 64 ნომერში ახალ ფილიალს ხსნის და 250 სამუშაო ადგილს ქმნის.
“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები ბათუმში და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.” – თეა მორბედაძე
როგორც ქალბატონი თეა აცხადებს, რეკრუტინგული კამპანია ბათუმში სახელწოდებით – “არის ბათუმში ვინმე, ვინც ჯერ კიდევ ეძებს სამსახური?!” – დღეიდან ჩაეშვა. ადამიანებს ამ მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსებით შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და კომპანიიდან მათ ძალიან მალე დაუკავშრდებიან.