„გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია.
რა აქტივობებს ახორციელებს კომპანია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი www.hrhub.ge კომპანიის მარკეტინგის, კომუნიკაციების და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს ქალბატონ მამანა დულარიძეს ესაუბრა.
HR hub: ქალბატონო მანანა, მოგვიყევით გრანთ თორნთონის შესახებ?
,,გრანთ თორნთონი” მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული კომპანიაა, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორული, ბუღალტრული, იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფს. ამჟამად კომპანია საერთაშორისო დონეზე 135 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 53000 – მდე ადამიანს ასაქმებს.
HR hub: რა აქტივობებს ახორციელებს კომპანია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით?
გრანთ თორნთონის ქსელში შემავალი კომპანიები, ყოველწლიურად ცდილობენ წვლილი შეიტანონ სხვადასხვა სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაში. წლების განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენლობა და მისი თანამშრომლები ჩართულები იყვენ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში, იქნებოდა ეს გამწვანება, ბავშვთა სახლების დახმარება თუ დასუფთავების აქციები.
გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა რომ მცოცავი ოკუპაციის პირობებში, რეგიონებში თემების გაძლიერებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
გასულ წელს გრანთ თორნთონ საქართველომ ზედამხედველობის ქვეშ აიღო კასპის მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორია და რამოდენიმეჯერ გაასუფთავა ნარჩენებისგან.
წლევანდელი სოციალური დღის დაგეგმვისას გადავწყვიტეთ არჩევანი ისევ ამ რეგიონზე შეგვეჩერებინა. სოფელი ქვემო ჭალა ერთ-ერთი სოფელია კასპის რაიონში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება (ძეგლები: სამთავისი, ამილახვრების სასახლე, სხვილოს ციხე; ამავე სოფელშია გადაღებული ფილმი „შერეკილები“).
ქვემო ჭალის კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა ერთადერთი ადგილია სადაც სოფლის ახალგაზრდობა იკრიბება.
კულტურის სახლში არსებული ბიბლიოთეკა შედგებოდა მოძველებული წიგნებისგან და საჭიროებდა განახლებას. გადავწყვიტეთ ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეგვეგროვებინა და თანამშრომლებისთვის აქციის სახე მივეცით. თანამშრომლები, მათი შეხედულებისამებრ არჩევდნენ წიგნებს ბიბლიოთეკის დასახმარებლად და გვიზირებდნენ რატომ შეარჩიეს ესა თუ ის წიგნი.
სათითაოდ ვამზადებდით ბანერებს სოციალური ქსელებისთვის თითოულ თანამშრომელზე, რომლებსაც თავადაც აქტიურად ავრცელებდნენ. საბოლოოდ საკმაოდ შთამბეჭდავი კოლექცია შევაგროვეთ, რომელშიც კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად ნახავდით თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს.
კულტურის სახლს გარს არტყავს მოზრდილი ეზო სადაც პერიოდულად სხვადასხვა აქტივობები იგეგმება. გარდა წიგნებისა, ეზოს კეთილმოწყობაზეც ვიფიქრეთ და ბავშვებისთვის საქანელები მოვაწყევთ. კულტურის სახლის ეზო ბავშვების ჟრიამულით და სიხარულით აივსო და ჩვენმა შეგროვებულმა ლიტერატურამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.