შემოგვიერთდით

ჯიპიაის დასაქმების კამპანია ვენის სადაზღვევო ჯგუფის 50 წევრი კომპანიის საუკეთესო პროექტებს შორის დასახელდა

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გუნდი ვენის სადაზღვევო ჯგუფის სათავო ოფისში იმყოფება.

სწორედ ვენიდან გაავრცელა ინფორმაცია ,,ჯიპიაის” გაყიდვების დეპარტამენტის HR მენეჯერმა ვახო კორძაიამ იმის შესახებ, რომ მათი დასაქმების კამპანია ვენის სადაზღვევო ჯგუფის 50 წევრი კომპანიის საუკეთესო პროექტებს შორის არის.

მასშტაბური დასაქმების პროგრამის ფარგლებში კომპანია საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავდა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს – ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, შესაძლებლობა ჰქონდა, გამხდარიყო პროფესიონალთა გუნდის წევრი.

პროექტის ფარგლებში, შერჩეულ კანდიდატებს ,,ჯიპიაი” გადამზადების უფასო პროგრამასა და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვენაში, სამუშაო ვიზიტით მყოფმა ,,ჯიპიაის” გუნდის წევრებმა, ავსტრიელ კოლეგებთან, spend your 4 seasons in Georgia-ს გვერდიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი პოსტერები ჩაიტანეს და აჩვენეს, რა ელოდებათ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას. ,,ჯიპიაი” კამპანიიის Spend your 4 seasons in Georgia მხარდამჭერია.