სწრაფი კვების რესტორანმა ,,აპეტიტომ” გადაწყვიტა გაჭირვებაში მცხოვრებ პენსიონერებს, წინა დღის ცომეული უსასყიდლოდ გადასცეს.
აღნიშნული განცხადება ,,აპეტიტოს” Facebook გვერდზე გამოქვეყნდა:
,,ჩვენო ტკბილი ბებიებო და ბაბუებო ვისაც პენსია წამლებშიც კი არ გყოფნით და საკვებზე ლაპარაკიც ზედმეტია, აპეტიტო გთავაზობთ წინა დღის ცომეულს რა თქმა უნდა ვარგისს. იკითხეთ აპეტიტოს ნებისმიერ ფილიალში, წინა დღის ცომეული და მოგართმევთ კონსულტანტი. რაოდენობა რამდენ ადამიანზეც გვეყოფა გავანაწილებთ! როგორც შევძლებთ შეძლებისდაგვარად გვინდა დავეხმაროთ რამდენიმე ადამიანს მაინც!
გთხოვთ, ყველა მსგავს კომპანიებს ვისაც გაქვთ კვების ობიექტები დავეხმაროთ ხალხს და მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ სიბერე. ვინც იცით მსგავს გასაჭირში მყოფი ადამიანები გთხოვთ, დააკვალიანეთ ან დაგვიკავშირდით 557 38 14 14.
მის : დიდი დიღომი მირიან მეფის 75, დიდი დიღომი მირიან მეფის 23 , ყაზბეგის 36
დიდი ალბაათობით მათ არ ექნებათ ფბ გვერდი, მაგრამ თქვენ დაგვეხმარეთ”.