სადაზღვევო კომპანია პრაიმში 20 ნოემბრიდან ავტოდაზღვევაზე უპრეცედენტო აქცია დაიწყო.
მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით კომპანიამ ავტოდაზღვევის სპეციალური პირობები შექმნა, რომლის მიხედვით ავტომობილის დაზღვევაში გადახდილი თანხის 50% მძღოლებს უბრუნდებათ უკან.
ქეშბექ – კამპანიას სოციალური დატვირთვა აქვს, რომლის მიზანია საზოგადოებას მოუწოდოს ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილებისა და საგზაო წესების დაცვისკენ და მოახდინოს ასეთი მძღოლების წახალისება.
აქცია მოქმედებს ავტოდაზღვევის სრული პაკეტის შეძენის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს:
- ავტომობილის დაზღვევას;
- პასუხისმგებლობის დაზღვევას;
- მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას;
ავტომობილის დაზღვევის პაკეტის შეძენისას ,,პრაიმი“ მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ბენეფიტებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს და წამყვანი კომპანია TDC-ის მიერ წარმოდგენილი ცნობილი ბრენდების (Shell, Brembo, Energizer) საავტომობილო პროდუქტებზე 40% -მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
,,პრაიმი” თავის დაზღვეულებს ასევე სთავაზობს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს პრემიუმ კლასის სასტუმროებში, ფიტნეს ცენტრებში, აუზებსა და სხვა დაწესებულებებში.