აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო ,,გრანდ გლორიაში” კულინარიის მასტერკლასი მოეწყო.
მას უძღვებოდა ჟურნალისტი და გასტრონომიული კულტურის მუზეუმის დამფუძნებელი, პირველი კულინარი ესმა კუნჭულია. განიხილებოდა უძველესი ქართული კერძების რეცეპტები, მათი თანამედროვე ტექნოლოგიური რენოვაცია და მნიშვნელობა ტურიზმისა და მომსახურების სფეროში.
პროექტის მასპინძელი გახლდათ კომპანია ,,გლორია”, სასტუმრო ,,გრანდ გლორია” და შეფი მუზაფერი, რომელმაც ასევე ექსპრომტად მოამზადა და წარმოადგინა თევზის კერძის მისეული ვარიანტი. ესმა კუნჭულიასთან ერთად, მერაბ ქათამაძემ მოამზადა უძველესი კერძი, რომლის ფესვები ტაო-კლარჯეთიდან მოდის და ახალი სული შთაბერა.