ჰაიდელბერგცემენტის უსაფრთხოების კვირეული ყოველწლიურად იმართება, რომლის ფარგლებშიც კომპანია კუთვნილ ცემენტისა და ბეტონის საწარმოებში, ასევე სათაო ოფისში, სხვადასხვა სახის ტრენინგებს და ღონისძიებებს ატარებს.
2019 წლის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში გამოვლინდნენ ყველაზე უსაფრთხოდ მომუშავე თანამშრომლები, რომლებიც კომპანიამ სიგელებით და პრიზებით დააჯილდოვა.
ასევე თანამშრომლების შვილებისთვის გაიმართა გასართობი ღონისძიებები.
“უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სიმაღლეზე უსაფრთხო მუშაობის, ავტომობილის უსაფრთხო მართვის და პირველადი დახმარების ტრენინგებში.
როგორც ხელმძღვანელობას ასევე თითოეულ თანამშრომელს გაცნობიერებული აქვს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა და იღებს ვალდებულებას, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ღონისძიებებს, დაიცვას სათანადო წესები და რეგულაციები.
ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა კომპანიის საქმიანობის განუყოფელ ნაწილს და მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.” – აცხადებენ კომპანიაში.