შემოგვიერთდით

7 მარტს რუმს ჰოტელში ინკლუზიური კარიერული ფორუმი ჩატარდება

7 მარტს თბილისი რუმს ჰოტელში, ახალგაზრდული ასოციაცია დრონი სტუდენტურ ინიციატივა „ამოიცანი შესაძლებლობასთან“ ერთად ატარებს ინკლუზიურ კარიერულ ფორუმს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმობა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას გერმანული და ფრანგული ორგანიზაციების მხრიდან (GEB – Gesellschaft für Europabildung და l’Union Nationale des Missions Locales/CAP Emploi).

გაიმართება პანელური სესია შშმ პირების დასაქმების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც არასამთავრობო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ შშმ პირების საკითხებზე. აგრეთვე, მოვისმენთ შშმ პირების ისტორიებს სამუშაოს ძიების პროცესში. ფორუმის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელი შშმ პირების შეხვედრას პოტენციურ დამსაქმებლებთან. როექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტთან. ასევე ფრანგულ ინსტიტუტთან და განათლების საერთაშორისო ცენტრთან, რომლებიც ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

კომპანიებს, ვინც დაინტერესებულია შშმ პირების დასაქმებით და აქვთ სურვილი მხარი დაუჭირონ შშმ პირთა სოციალურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში როგორც დამსაქმებლები, დარეგისტრირდნენ ფორუმზე და გვეწვიონ 7 მარტს თბილისი რუმს ჰოტელში.

ღონისძიების ბმული.

სარეგისტრაციო ბმული.