მეღვინეობა ,,მტევინო” ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცეს წარმოადგენს.
2016 წელს კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ზაუტაშვილმა შეიძინა ვენახები საგარეჯოს რაიონ სოფელ ხაშმში. 2019 წელს კი, ქარხნის აშენების იდეა გაჩნდა, რასაც მეღვინეობის განვითარების გარდა, ადგილზე ტურისტების მოზიდვის იდეაც მოჰყვა. ასე შეიქმნა სრულიად ახალი ტურისტული ადგილი საგარეჯოში.
,,მტევინოს” შესახებ მეტ ინფორმაციას, ბიზნესის განვითარების დირექტორისგან ნათია ჯიჯიაშვილისგან შეიტყობთ.
HR hub: ნათია საიდან მოდის სახელი ,,მტევინო”?
კომპანიის ლოგო არის ქვევრისა და ყურძნის მტევნის კომბინაცია, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ქართული ტრადიციული მეთოდით ე.წ. ქვევრში დავარგებით ღვინის წარმოებაა და შესაბამისად მტევნიდან მოდის კომპანიის დასახელებაც მტევინო.
HR hub: რას სთავაზობთ სტუმრებს?
სტუმრებს ვთავაზობთ პირველ რიგში მშვიდ გარემოს. ჩვენს უგემრიელეს ღვინოებს, რომლის მირთმევაც შეუძლიათ ულამაზეს ვერანდაზე, სტარტერებსა და რამდენიმე სახეობის ქართულ კერძთან ერთად. ვთავაზობთ სასტუმროში განთავსებას, ბიზნეს შეხვედრების ოთახს, გარე აქტივობებს, კულინარიულ მასტერკლასებს და ლოკალურ მაღაზიაში ჩვენი ღვინისა და სუვენირების დიდ არჩევანს.
HR hub: რამდენ ადამიანზეა გათვლილი სასტუმრო?
სასტუმროში არის 5 ოთახი, სადაც ჯამში შესაძლებელია 15 სტუმრის მიღება. გვაქვს სამი კატეგორიის ოთახი- სტანდარტული 1 ადგილიანი, სტანდარტული 2 ადგილიანი და სტანდარტული 3 ადგილიანი. ნომრების საფასურში შედის დილის საუზმე. ნომრებში აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, რაც კომფორტულს ხდის სტუმრის დასვენებას.
HR hub: გაქვთ თუ არა სივრცე თიმბილდინგებისა და მსგავსი აქტივობებისთვის?
რა თქმა უნდა. გარდა იმისა რომ მტევინოში გვაქვს შეხვედრების ოთახი 20-25 ადამიანზე გათვლილი, ასევე გამომდინარე იქიდან რომ ტერიტორია საკმაოდ დიდია, შესაბამისად გვაქვს გარე სივრცეც სხვადასხვა აქტივობებისთვის, იქნება ეს აქტიური თამაშები, სამაგიდო თამაშები, შეჯიბრებები თუ სხვა.
გვაქვს ღვინის ვერანდაც, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მტევინოს ღვინოები დააგემოვნონ. ვერანდა ასევე განკუთვნილია 100-130 ადამიანზე გათვლილი დღესასწაულებისა და ღონისძიებებისთვის.
HR hub: ვიცი რომ კულინარიული მასტერკლასები გაქვთ. რომელი კერძების მომზადებაა შესაძლებელი?
კულინარიულ მასტერკლასებზე სტუმრები მოამზადებენ ქართულ ტრადიციულ კერძებს. მათ ექნებათ საშუალება გამოაცხონ თონეში პური, მოახვიონ ხინკალი, ამოავლონ ჩურჩხელა, შეწვან მწვადი და ისწავლონ შამფურზე ხაჭაპურის მომზადება.
HR hub: რით გამოირჩევა მტევინო სხვა ღვინის მარნებისგან?
მტევინო არის მულტიფუნქცირი სივრცე, თბილისიდან სულ რაღაც 40 კმ-ში. კომპლექსი გარშემორტყმულია ვენახებით. იშლება უნიკალური ხედები ვერანდებიდან მთებსა და ვენახებზე. სტუმარს აქვს საშუალება შეიქმნას მშვიდი და მყუდრო გარემო. სტუმარს შეუძლია ერთ დღეში მოინახულოს ჩვენი ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი მარანი, საქვევრე, დააგემოვნოს მტევინოს ღვინოები, სურვილის შემთხვევაში, აქვე შეიძინოს ღვინო. სასტუმროში მცხოვრები სტუმარი ნამდვილად არ მოიწყენს. როგორც უკვე აღვნიშნე გვაქვს გარე აქტივობები, როგორიც არის კულინარიული მასტერკლასები, ბილიარდი, სამაგიდო ჩოგბურთი, სამაგიდო თამაშები და ა.შ. მომავალ წელს ვგეგმავთ ღია საცურაო აუზის მოწყობას.
“მტევინოს” კომპლექსი 15 ივნისიდან გაიხსნება.