შემოგვიერთდით

GeoSafety ორგანიზაციებს სადეზინფექციო მომსახურებას სთავაზობს

GeoSafety არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 250-ზე მეტ ბრენდს და მის საკუთრებაში მყოფ 3000-მდე ობიექტს უწევს ინსპექტირებას, რაც მთლიანობაში 25 000 -ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას მოიცავს.

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე GeoSafety იწყებს სამუშაო სივრცეებისთვის სადეზინფექციო მომსახურებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა შეუფერხებელ მუშაობას  და ვირუსის გავრცელების პრევენციას. სადეზინფექციო ხსნარი არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორებს და არის თვით აორთქლებადი, რაც დეზინფექციის პროცესს ხდის მომხმარებელზე  მორგებულს და დამსაქმებელს აძლევს საშუალებას გააგრძელოს ოპერირება შეფერხების გარეშე. პრემიუმ ხარისხის ხსნარი კლავს 99.99% ბაქტერიებს ყველაზე ძლიერი – ტუბერკულიოზის ჩხირის ჩათვლით. მომსახურების გაწევა შესაძლებელია მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 24 შემთხვევა. ახალი ვირუსის სიმპტომები ვლინდება 2 იდან 14 დღეში. ვირუსი ვრცელდება: წვეთოვანი გზით – ხველებითა და  ცემინებით, თვალზე ცხვირზე პირზე დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით და იშვიათ შემთხვევებში ფეკალიებთან კონტაქტით. ვირუსის სიმპტომებია: ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მძიმე დაავადება. პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია გარემოს პერიოდული დეზინფექცია, ხელის დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტით დეზინფექცია. მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობის შეზღუდვით, ცემინებისას და ხველებისას ერთჯერადი ცხვირსახოცისა და იდაყვის აფარებით.