ჯპს აფთიაქი Facebook-ის გვერდზე ფარმაცევტების ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მზად არიან გამოწვევებისთვის.
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: ,,მათი დილა თქვენზე ზრუნვით იწყება. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის და შეზღუდვების მიუხედავად, მთელი გუნდი საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას
თითოეული კვალიფიციური და გამოცდილი ფარმაცევტი თქვენ სამსახურშია და ყველანი ერთად ვზრუნავთ, რომ თქვენთვის საჭირო მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი და არ შეიქმნას დეფიციტი ჩვენ ერთად ვცდილობთ შევქმნათ სრულიად უსაფრთხო გარემო აფთიაქებში და მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელების შანსი.
ამისთვის ვიცავთ სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ჰიგიენის ნორმებს, მუდმივად მუშავდება ზედაპირები, ტარდება დეზინფექცია, მონტაჟდება სალარო ზონასთან დამცავი მინები.
ყველა ფარმაცევტი მზადაა არსებული გამოწვევებისთვის დღეს ისინი გმირები არიან.”