კორონავირუსმა დაკეტა საზღვრები, დააცარიელა სტადიონები და შეცვალა ცხოვრება მსოფლიოში.
დიდი ზარალი მიადგა ეკონომიკას. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ შეცვლის კრიზისი გლობალურ ბრენდებს.
სლოვენიაში მცხოვრებმა კრეატიულმა დირექტორმა Jure Tovrljan–მა, სოციალური დისტანციის ახალ ერაში, გადაწყვიტა შეეცვალა მსოფლიოში ცნობილი ლოგოები. Tovrljan-ის იდეა 1 კვირის წინ გაუჩნდა.
Tovrljan-მა მოახდინა ისეთი ლოგოების დიზაინის ცვლილება, როგორიცაა: Mastercard, the NBA, Nike და სხვა. ასევე დააკორექტირა ზოგიერთი ბრენდის სლოგანი და სახელი. გთავაზობთ მის ნამუშევრებს, რომლებმაც გამოქვეყნებინდან ძალიან მალე დიდი პოპულარობა მოიპოვეს.