ზუსტად 1 თვის წინ შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ, ცხოვრობდი სულ სხვანაირად. დგებოდი დილით, სვამდი ყავას და გარბოდი სამსახურში.
შენიც, ჩემიც და ბევრი ჩვენნაირის თითოეული დღე, მეტ-ნაკლებად ერთნაირი დინებით მიედინებოდა.
– არიქა! შეხვედრა მაქვს;
– არიქა! არ დამაგვიანდეს;
– არიქა! მოვასწრო;
– აუ, to do list ამომიყირავდა;
– აუ, ძლივს ვასწრებ ამდენ რამეს;
ვარჯიშისთვის დროის დათმობა შენც გინდოდა? – მეც
მეგობრებთან ლაპარაკი უფრო ხშირად გინდოდა? – მეც
ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარება გინდოდა? – მეც
მაგრამ რა გვქონდა მე და შენ ხელისშემშლელი?
დრო არ გვყოფნიდა არასოდეს და მეც, შენც, ვამბობდით: „აუ, არ მცალია!“
გულის სიღრმეშიც და მის ზედაპირზეც ორივეს ხშირად გვიფიქრია წვიმიან ამინდში სამსახურში მონიტორზე თვალებ-მიშტერებულებს – ნეტა, ახლა სახლში ვიყო, ტელევიზორთან/ლეპტოპთან და ამ წვიმიან ამინდში პლედ-შემოხვეულს ჩემი საყვარელი ფილმის ყურების ან წიგნის კითხვისთვის მეცალოს.
ზოგჯერ, ისიც გვიფიქრია – აუ დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდი ახლა ჩემს უახლოეს მეგობართან, მაგრამ არც ერთს გაგვაჩნია საკმარისი დრო, რადგან ორივეს გაწამაწია გვაქვს სამსახურებში. მე შეხვედრები მექაჩება, იმას დედლაინი, ხან – პირიქითაც.
მოდით, წამით დავფიქრდეთ ახლა მეც და შენც, ვინც ამას კითხულობ. რით განსხვავდებოდა ჩვენი ცხოვრება გალიაში გამომწყვდეული ციყვის ცხოვრებისგან, რომელიც მთელ დღეს გალიაში დარბის მთელი ძალით, უსასრულოდ, მრგვალ წრეზე? მეც და შენც ხომ ასე დაჟინებით გადავდიოდით ერთი პროექტიდან მეორეზე, ერთი დედლაინიდან – მეორეზე.
ჩემი, შენი, ბევრი ჩვენნაირის აქამდე არსებული ცხოვრება ზუსტად ამ წრეზე სიარულს გავს. ყოველდღე ფეხს ვადგამდით ამ წრეზე იმ იმედით, რომ დღეს რაღაც სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ერთი და იგივე, 365 დღიდან მინიმუმ 300 დღე და მათი მინიმუმ 70% ერთნაირი იყო. ასეა? თუ კი, მაშინ ჩვენი ბლოგ-პოსტის კითხვა შეგიძლია გააგრძელო, თუ არა – ახლაც იპოვი მრავალფეროვნებებს და ჩვენი გამოცდილების გაზიარება შეიძლება არც დაგჭირდეს. You better know buddy!
But, wait! ორივე შემთხვევაში – გვეთანხმები თუ არა, ყველას ერთი რამე გვაერთიანებს. მინიმუმ ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია საკუთარ თავთან კითხვა – „აუ რა ვაკეთო?“
ცვლილება თავისი არსით სტრესულია. კარგი ცვლილებაც კი. ცვლილება აქამდე მიჩვეულზე გადაჩვევას ნიშნავს, რაც ადამიანებს უცნაურ განცდებს გვიღვიძებს. მითუმეტეს, ისეთი ცვლილება, რომელსაც გაურკვევლობა ახლავს.
ჩვენ გვინდა ამ პატარა ბლოგ-პოსტით რამდენიმე მარტივი რამ დაგანახოთ.
კითხვაზე „აუ რა ვაკეთო?“ ყველამ ვნახოთ პასუხი და ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც აქამდე სულ გვინდოდა, მაგრამ არასოდეს გვეცალა. აქ ძალიან დიდი სიის ჩამოწერა შეიძლება, მაგრამ თქვენთვის მოგვინდია.
რისთვის არ გვეცალა?
რა გვინდოდა რომ გვეკეთებინა, მაგრამ დრო არასდროს გვქონდა?
ახლა საუკეთესო შანსი გვაქვს საკუთარ თავებს სურვილები ავუსრულოთ.
გვინდა გაგიზიაროთ, ჩვენეული, მარტივი რჩევები ცვლილებებით გამოწვეული სტრესის სამართავად და შეგვიძლია, ერთად გავხდეთ ეფექტურები მათ გადალახვაში:
- მივიღოთ რეალობა ისეთი, როგორიც არის, შევწყვიტოთ წარსულის „დატირება“ და მომავლის პესიმისტურ ჭრილში აღქმა;
- შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა – ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე;
- ველაპარაკოთ ახლობელ ადამიანებს იმაზე, რაც გვაწუხებს (ვისაც ლაპარაკი არ გვიყვარს, შეგვიძლია დავწეროთ);
- გავაკეთოთ ყოველდღიური to do list, რომელშიც მხოლოდ ონლაინ მუშაობის დეტალები არ შევა და ჩავწერთ ისეთ რაღაცეებს, როგორებიცაა: ვარჯიში, ფილმის ყურება, წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა, ცეკვა, სიმღერა, ქსოვა, ქარგვა და ა.შ.;
- ჩვენი ჰობი აუცილებელ და ყოველდღიურ საქმიანობად ვაქციოთ;
- ვისუნთქოთ ღრმად და ვიფიქროთ მხოლოდ პოზიტიურად, ეს არც ისე რთულია!
მგონი „აუ რა ვაკეთოსთვისაც“ არ არის ცუდი list-ის, ჩვენი პატარა, ჰინთები.
ხოდა ახლა საუკეთესო დრო გვაქვს ყველას, რომ ვაკეთოთ ის რაც მოგვწონს, გვინდა, გვაინტერესებს. ახლა საუკეთესო დროა, რომ ეს გარემო საკუთარი თავის განვითარებისთვის გამოვიყენოთ! ვეცადოთ და შევძლოთ, რომ გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვიყავით!
Ready? Go!
Talent Flow-ს გუნდი მზად ვართ გაგიწიოთ უფასო ონლაინ საკონსულტაციო მომსახურება, რათა დაგეხმაროთ თვით-განვითარებასა და პიროვნულ ზრდაში. ამისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს გვერდზე 24/7-ზე www.facebook.com/talentflow4uandus.
#დაამუღამესახლშიყოფნა
#დაამუღამეთვით-განვითარება
#დაამუღამეპიროვნულიზრდა
#დაამუღამეშენიFlow