შემოგვიერთდით

სენაკელი ექიმის გმირობის ამბავი

ეს ამბავი სენაკში რამდენიმე დღის წინ ღამის 23:00 საათზე მოხდა.

112-ში გამოძახება შევიდა, რომ სოფელ ძველი სენაკის ტერიტორიაზე მოქალაქე მდინარეში გადახტა და იხრჩობოდა. სენაკის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა დასახმარებლად გაემართა. ბრიგადის წევრების თქმით ადგილზე მისვლისთანავე მორიგე ექიმი ირაკლი ცხვიტავა ქალბატონის დასახმარებლად დაუფიქრებლად გადახტა ადიდებულ მდინარეში. მან საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინა.
ირაკლი 8 წელია რაც სასწრაფოს ექიმია და ამავე დროს ქალაქის პოლიკლინიკაში კარდიოლოგად მუშაობს.