ახალი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ და კარანტინის, იზოლაციისა თუ სოციალური დისტანციის წესების მხარდასაჭერად, ბევრმა საერთაშორისო ელექტრონული სწავლების საიტმა მომსახურება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. შესაბამისად, საშუალება გვეძლევა, სახლის პირობებში, სრულიად უსასყიდლოდ ავიმაღლოთ კვალიფიკაცია და განვავითაროთ ახალი უნარ-ჩვევები უამრავი საინტერესო მიმართულებით.
იხილეთ ავტორიტეტული ონლაინ პლატფორმებისა და მათ მიერ შემოთავაზებული უფასო კურსების ჩამონათვალი:
1. Class Central – შეგიძლიათ მონახოთ უფასო კურსები ჰარვარდის, იელის, პრინსტონის, ბრაუნის, კოლუმბიის, კორნელისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტებისაგან, მოუსმინოთ ლექციებს ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებების, მონაცემთა ბაზების, პროგრამირების, მეცნიერებისა და პიროვნული განვითარების შესახებ.
2. edX – გვთავაზობს 2500-ზე მეტ ონლაინ კურსს 140-ზე მეტი უნივერსიტეტისგან. მათ შორის ბერკლის, ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტებისაგან. განსაკუთრებით პოპულარულია კურსები კომპიუტერული მეცნიერებების, ენების, მონაცემთა ანალიზის, ბიზნესისა და მენეჯმენტის, ინჟინერიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.
3. Coursera – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მასობრივი ღია ონლაინ კურსების მომწოდებელი გვთავაზობს 100 უფასო კურსს უამრავი სხვადასხვა მიმართულებებით:
· მონაცემთა ბაზები;
· პროგრამირება;
· ალგორითმები;
· სოციალური მედია მარკეტინგი;
· წარმატებული მოლაპარაკება: ძირითადი სტრატეგიები და ტექნიკები;
· ჩინური ენის კურსი დამწყებთათვის;
· სოციალური ფსიქოლოგია;
· ბუდიზმი და თანამედროვე ფსიქოლოგია;
· კრიპტოგრაფია;
· ინგლისური ენის კურსი კარიერული წინსვლისთვის;
· ინგლისური ენა დამწყებთათვის და სხვ.
4. Code Academy – გამომწერებს სთავაზობს ვებ დეველოპმენტის, კოდინგისა და მონაცემთა ბაზების შესახებ უფასო კურსებს 7 დღიანი პერიოდით, ხოლო შემდეგ წლიური გადასახადით 16$ -დან. გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
5. Google Digital Garage – შეგიძლიათ გაიაროთ უფასო კურსები მონაცემთა ბაზებისა და ტექნოლოგიების, ციფრული მარკეტინგისა და კარიერის განვითარების მიმართულებით; კურსის გავლის შემდეგ კი აიღოთ სერთიფიკატი.
6. Alison – შეგიძლიათ გაიაროთ კურსები და აიღოთ სერთიფიკატები google analytics, docs, AdSense, Apps მიმართულებით.
7. Node Marketing – თუ ფლობთ ბლოგს ან ვებსაიტს თქვენი ბიზნესისთვის, შეგიძლიათ გაიაროთ უფასო SEO ტრენინგი node marketing-საგან.
8. Duolingo – თუ გსურთ უცხო ენების შესწავლა, Duolingo ამ მიმართულებით წამყვანი ონლაინ პლატფორმაა მარტივი, მაგრამ ინტენსიური ფორმატის წყალობით.
10. Khan Academy – ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის გვთავაზობს უფასო საგანმანათლებლო კურსებს.
11. Ableton – თუ გიყვართ მუსიკა, შეგიძლიათ 90 დღის განმავლობაში ისარგებლოთ Ableton-ის 90 დღიანი უფასო ლაივ ლუქსით, სრულად აღჭურვილი პროგრამული უზრუნველყოფით მუსიკის შესაქმნელად და შესასრულებლად.
12. Nikon – გვთავაზობს უფასო ფოტოგრაფიის კურსებს.
წარმატებულ ონლაინ-ტრენინგებს გისურვებთ!
სტატიის ავტორი: სანათა ჩარგაზია PHRi