შემოგვიერთდით

დაამუღამე იზოლაცია ანუ  ჩახტი Flow-ში – ლიკა ნოზაძის ბლოგი

როცა გარეთ თბილი აპრილია და შენ ასრულებ მოწოდებებს #დარჩისახლში;

როცა ექსტრავერტი ხარ და ადამიანებთან ურთიერთობა გენატრება;

როცა ცხოვრება ქცევების შეცვლას გთხოვს;

როცა ზუსტად იცი, რომ ესეც გაივლის და საბოლოოდ პოზიტიურ გამოცდილებად დაგრჩება…

იღებ ლეპტოპს და იწყებ იმის გაკეთებას, რასაც აქამდე არ აკეთებდი.

დღეს, ბევრი კომპანიის ეიჩარი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, რომ თანამშრომლებზე იზრუნოს, ზოგი ეიჩარი შეუძლებელს აკეთებს და ყველას მაქსიმალურად უნარჩუნებს სამსახურებს, კარგ განწყობას, დაფასებულობის განცდას.

ჩვენ Talent Flow-ს ტალანტების სკაუტებმა (ასე ჰქვია HR ბიზნეს პარტნიორებს ჩვენთან) გადავწყვიტეთ, დაგვეწყო კამპანია: „შენ ზრუნავ შენს თანამშრომელზე, ვინ ზრუნავს შენზე?“ ჩვენვე გადავწყვიტეთ ჩვენიანებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აგვეღო და იდეებიც წამოვიდა.

პირველი ივენთი იყო მონატრებული ერთმანეთის მოკითხვა და დანახვა.

მერე დაიწყო #hrchallenges, რომლის მიზანიცაა პოზიტიურ განწყობასთან ერთად ერთმანეთს კარგი გამოცდილებები გავუზიაროთ.

პირველი #hrchallenge სწორედ თვითიზოლაციაში დამუღამებული უნარების თუ ქცევების გაზიარებას დაეთმო. დანარჩენ ჩელენჯებს პერიოდულად გავაჟღერებთ. მთავარი მუღამი ამ ამბავში არის ორი რამე: შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და გავუზიაროთ ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი პოზიტივი – გამოცდილება, ქცევა, უნარი, ჩვევა, ხასიათი. სულ 4 ჩელენჯი გვექნება და აუცილებლად გამოვავლენთ, თითოეულის ბოლოს, გამარჯვებულებს – FLOW Stars, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ ჩვენი კომპანიის სერვისებიდან, მათთვის სასურველ ნებისმიერ მომსახურებას, უფასოდ. ასევე გვეყოლება Flow Super Star – ყველაზე აქტიური, ყველაზე პოზიტიური მონაწილე, რომელიც ჩვენი თიმისგან სუპერ პრიზს მიიღებს საჩუქრად. სუპერ პრიზს გამარჯვებულთან ერთად გამოვაცხადებთ.

ჩელენჯების გარდა გვაქვს და გვექნება ონლაინ ივენთები, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგა ეიჩარებთან და არა მარტო ეიჩარებთან ერთად. 14 აპრილს სუპერ კოლეგებთან ერთად გვქონდა #hrspeakups, სადაც განვიხილეთ რატომ არის „ცუდი“ ეიჩარობა. ონლაინ ივენთები ლაივ სტრიმით გადის ჩვენს Facebook გვერდზე – Talent Flow და მისი მოსმენის, ყურების შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველა მსურველს აქვს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოა, რადგან ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანზე ვიზრუნოთ და რაც შეიძლება მეტი პოზიტივი გავაზიაროთ.

ხოდა, მეგობრებო, ეიჩარებო, არაეიჩარებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, თუ გინდათ რომ ამ იზოლაციის პერიოდში კარგი რაღაცეები დაამუღამოთ და Flow-ში ჩახტეთ, გელით ამ კარგ ამბებში ზოგს მონაწილეებად, ზოგს მსმენელებად, ზოგს ლუპით მაყურებლებად – ჩვენ ყველა გაგვეხარდებით.

რა არის Flow და რატომ უნდა გინდოდეთ Flow-ში ჩახტომა? გარდა იმის, რომ Flow პოზიტიური ფსიქოლოგიის ცნებაა და მას თანამედროვე ლიდერები საუკეთესოდ იყენებენ საკუთარი და გუნდის წარმატებისთვის, ჩვენს ენაზე Flow არის  მუღამში ჩავარდნა, რომლის დროსაც ისეთი გატაცებული ხარ ამ მუღამებით დროის გასვლას ვერც კი ამჩნევ, ხოდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუსტად ეს გვჭირდება ახლა ყველას – May Flow be with us!