14 ივნისს ვარკეთილში მომხდარი ხანძრის შესახებ ინფორმაცია ყველა თქვენგანს გაქვთ, თუმცა არ იცით ,,ლუკოილის” თანამშრომლის გმირობის ამბავი, რომელზეც ახლა მოგიყვებით.
ხანძარი არსებულ ბაზრობას გაუჩნდა და ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. გვერდზე ბენზინგასამართი სადგური იყო, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა არსებულ რისკებს. ხანძრის ჩაქრობა ძალიან რთულდებოდა და რისკიც იზრდებოდა.
ამ დროს ჩამსხმელი ოპერატორი – დავით ოღიაშვილი, რომელიც უკვე 2 წელია მუშაობს ,,ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურის ჩამსხმელ-ოპერატორად და მართალია ერთ-ერთი ყველაზე თავაზიანი მოწესრიგებული და ყურადღებიანი თანამშრომელია, არავინ იცოდა რომ დავითი სუპერგმირად იქცეოდა!
მაღალი საფრთხის მიუხედავად არ დაიბნა და ყველა ზომას მიმართა, რათა კატასტროფა თავიდან აეცილებინა.
არავინ იცის რა მოხდებოდა, რომ არა დავითის თავდაუზოგავი ქმედებები.