შემოგვიერთდით

“მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეთ ყველა” – გიორგი გახარია

“მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ორგანიზაიას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს დაიცვან წესები.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ორგანიზაციების კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა – მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძებლობა არსებობს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ჩვენ ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ.

ის რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როცა ერთ დაწესებულებაში დაახლოებით ასამდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყროთ ჩვენს თანმშრომლებს და უნდა ვიზრუნოთ თანამშრომლებზე და აღჭურვეთ ყველა აუცილებელი საშუალაბეით, რათა ამ ადამიანებმა დაიცვან თავი,  დაწყებული პირბადეებით და შესაბამისი საშუალებებით.” – გიორგი გახარია.

ამ რეკომენდაციების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.