22 დეკემბერს, 16:00სთ-დან 18:30 სთ-მდე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსების კომიტეტების ორგანიზატორობითა და HR hub, ფროფერთი ჯორჯიასა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანაორგანიზატორობით, გაიმართება ვებინარი თემაზე “HR მართვის როლი შრომის უსაფრთხოებაში, ინციდენტების ანალიზი”.
სპიკერები იქნებიან:
- დავით თხელიძე – ICC Georgia-ს შრომის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, საფკოს დამფუძნებელი;
- თორნიკე თოდრია – საფკოს დამფუძნებელი;
- სალომე არღვლიანი – ICC Georgia-ს ადამიანური რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ევა-ს დამფუძნებელი.
ვებინარში მონაწილეობის მიღება უფასოა. მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: shorturl.at/djsK1
შეხვედრა ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე. სამუშაო ენა ქართული.
ვებინარის განრიგი:
ინციდენტების პრევენცია, ანგარიშგება, მოკვლევა და მიზეზების ზუსტი ანალიზი!
- მისასალმებელი სიტყვა – 10 წუთი;
- HR-ის როლი ორგანიზაციაში სტრატეგიული თემების დაგეგმარებაში -10 წუთი;
- შრომის უსაფრთხოების ზოგადი მიმოხილვა (საერთაშორისო პრაქტიკა) – 20 წუთი;
- ადგილობრივი კანონმდებლობის მიმოხილვა (შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, ინციდენტების ანგარიშგება მოკვლევის დადგენილება) – 20 წუთი;
- HR დეპარტამენტის როლი შრომის უსაფრთხოების მართვის ციკლში – 20 წუთი;
- რა არის ინციდენტი და მისი კლასიფიკაცია – 10 წუთი;
- ინციდენტების გამომწვევი მიზეზები (უშუალო და სისტემური) – 10 წუთი;
- ინციდენტების მოკვლევის ტექნიკა (IOSH საერთაშორისო მოკვლევის მეთოდი) – 20 წუთი;
- გაზიარებული, ინციდენტის მაგალითის განხილვა (ინტერაქტივი)- 20 წუთი;
- ინციდენტების მოკვლევის შედეგების შემდგომი გადანაწილება/გაზიარება – 10 წუთი;
- კითხვა-პასუხი – 20 წუთი;
- HR-ის მზაობა შრომის უსაფრთხოების პერსონალის დაკონტრაქტებისთვის (შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა) – 10 წუთი;
- ვებინარის მოკლე შეჯამება – 10 წუთი.
ვებინარზე დასასწრები ზუმის ბმული: https://theonevalley.zoom.us/j/99665512199…
Meeting ID: 996 6551 2199
Passcode: 553688
Passcode: 553688