HR hub აგრძელებს ბლიც ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა HR პროფესიონალთან.ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ სირბილაძესთან, რომელიც McDonald’s საქართველო – ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი და HR hub Next-ის მენტორია.
HR hub: თქვენი პროფესია
ფსიქოლოგი.
HR hub: რატომ HR?
ადამიანებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, უნარების გამოვლენა და ზრდა-განვითარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. HR კი, მუდმივად მაძლევს ამის შესაძლებლობას.
HR hub: პირველი სამსახური და ანაზღაურება
პირველი სამსახური ძალიან ტკბილად მახსენდება. 16 წლის ასაკში დასაქმებული ვიყავი კვლევით ორგანიზაციაში და ანაზღაურება 120 ლარი მქონდა.
HR hub: ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში იყო
პირველივე ნაბიჯი, 12 წლის წინ HR-ის სფეროს არჩევა კარიერული განვითარებისათვის.
HR hub: ის, რაც ,,ქართულ“ HR-ში არ მოგწონთ
არასასურველი კანდიდატების უყურადღებოდ დატოვება. თუნდაც, გასაუბრების შემდეგ უარყოფითი პასუხის არ ცნობება. სამწუხაროა, რომ საქართველოში დღესაც არიან HR-ები, რომლებიც თვლიან, რომ ეს მათი დროის ფუჭად კარგვაა.
HR hub: კითხვა, რომელსაც გასაუბრებაზე არასდროს დასვამთ
ახალდაოჯახებულ კანდიდატს გასაუბრებაზე არასდროს ვკითხავ შვილის ყოლას როდის გეგმავს.
HR hub: რჩევა სამუშაოს მაძიებელს
არ ეძიო სამუშაო მხოლოდ მუშაობისთვის. ეძიე სამუშაო, რომელიც მოგცემს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
HR hub: ქართველი წარმატებული ადამიანი, რომელსაც ყავაზე დაპატიჟებდი და სიამოვნებით გაიცნობდი
ანდრო დგებუაძე – დაუსრულებლად შემიძლია ვისმინო მისი მოსაზრებები ბიზნესის მართვაზე, ფილოსოფიაზე, კრიტიკულ აზროვნებასა თუ მოტივაციაზე და ამავდროულად ვუსმინო მის ფანტასტიურ მუსიკალურ კომპოზიციებს – ჯაზის, ეთნოჯაზის თუ ფოლკის ჟანრში.
HR hub: წარმატების ფორმულა არსებობს?
ნამდვილად! და ვფიქრობ ასე გამოიყურება:
მიზანი + საკუთარი თავის რწმენა + შრომისმოყვარეობა + ცოტაოდენი გამართლება.
HR hub: რისთვის ღირს ცხოვრება?
იმ ქმედებებისთვის, რითაც ბევრი ადამიანის ცხოვრებას ბევრად უკეთესობისკენ შეცვლი.
მარიმი HR hub Next – ის მეათე ნაკადსაც გაუწევს მენტორობას. რეგისტრაცია 20 იანვრამდე მიმდინარეობს: http://bit.do/HRhubNextRegistration