პანდემიის გამო სასტუმრო სექტორი უდიდესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. HR hub ესაუბრა Accor ჯგუფის” სასტუმროების (Mercure Tbilisi Old Town და ibis styles Tbilisi Center) ტალანტებისა და ორგანიზაციული კულტურის მენეჯერს, ნინო ბურჯალიანს, რომელმაც მოგვიყვა გამოწვევების დაძლევის მათეულ სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე.
HR hub: ნინო როგორც ვიცით, პანდემიის განმავლობაში შეინარჩუნეთ თანამშრომლები, როგორ მოახერხეთ ეს?
მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ჩვენი სასტუმროები #MercureTbilisiOldTown და #ibisStylesTbilisiCenter. ჩვენ ვართ ACCOR ჯუფის წევრი სასტუმროები. ACCOR-ი გახლავთ ფრანგული ჯგუფი, რომელსაც 55 წლის ოპერირების ისტორია აქვს და აერთიანებს 5000- მდე სასტუმროს მთელს მსოფლიოში.
სტუმარ-მასპინძლობის სფეროში უკვე 5 წელია ვმუშაობ და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სფერო ასეთი სირთულის წინაშე ჯერ არ ყოფილა. მაგრამ აქვე სიამაყით ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენმა კომპანიამ და მმართველმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი თანამშრომლების შენარჩნუნებისთვის, რაც სამწუხაროდ ბევრმა კომპანიამ ვერ/არ გშეძლო.
ჩვენი სასტუმროები არ დაკეტილა არც ერთი დღით და მმართველი გუნდის სწორი გადაწყვეტილებების წყალობით მოწინავე ადგილს ვინარჩუნებთ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.
HR hub: კონკრეტულად, რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში და როგორ გაართვით თავი კრიზისულ პერიოდს?
ჩვენი გაყიდვების გუნდის დამსახურებით, მიჩვეულები ვიყავით სეზონზე და არამარტო 100%-იან დატვირთვას. ახლა კი მოგვიხდა გარკვეულწილად სტრატეგიის შეცვლა და აქცენტირება გავაკეთეთ კვებისა და სასმელების მიმართულებაზე. განვაახლეთ რესტორანი Mercure-ში და გავხსენით ASADO Steakhouse, რომელიც მალევე საკმაოდ პოპულარული გახდა. ასევე განახლებული კონცეფციით კარი კვლავ გააღო ibis Styles-ის ტერასამ – Rum Roof Kitchen & Bar.
HR hub: გაკვეთილი, რაც პანდემიამ თქვენ, როგორც HR მენეჯერს გასწავლათ …
გარკვეულწილად Covid19 -მა გამომაფხიზლა და ბევრი რამ სხვა კუთხიდან დამანახა. HR მნიშვნელობა სწორედ ახლა უფრო მეტად გამოიკვეთა. თანამშრომლები, ისე როგორც არასდროს, საჭიროებენ HR ის ყურადღებას, რჩევებს და ინფორმაციის მიღებას. პანდემიამ მასწავლა საკუთარი ემოციების უკეთ მართვა, რადგან მე ვიყავი კრიტიკულ მომენტში მაგალითი და პანიკის უფლება არ მქონდა.
მე და ჩემი თანაგუნდელი, ანა პაპიაშვილი, მაქსიმალურად ჩავერთეთ Covid19-ის პრევენციის ღონისძიებების გატარებაში პირველივე დღიდან. ფაქტობრივად ვიყავით წინა ფლანგზე და ყველანაირად ვცდილობდით ჩვენი თანამშრომლების მხარდაჭერას და მოტივირებას.
ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია. ცხოვრება ბუმერანგია, როდესაც ზრუნავ და გასცემ სითბოს ადამიანებისთვის, იგივე გიბრუნდება.
HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ჩემი აზრით, თუ ერთხელ შეაბიჯე ფეხი სტუმარ-მასპინძლობის სამყაროში და შეიყვარე იგი, არასდროს დატოვებ ამ სფეროს, შესაბამისად მეც აქ ვრჩები.
სამომავლოდ კი ვგეგმავთ მესამე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, Swissôtel-ის გახსნას, რომლის თაობაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.