შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი 2021-ის ვორქშოფები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით, Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით, 31 მაისს 09:00 – 22:00წინანდლის მამულში, ღია სივრცეში,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2021 გაიმართება. 

პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი სამიტი უჩვეულო ფორმატით ჩატარდება და 2 ნაწილად გაიყოფა. ნაწილი მონაწილეების პირდაპირ შევლენ სპიკერების გამოსვლაზე და მხოლოდ შემდეგ შეძლებენ ვორქშოფებზე დასწრებას და ნაწილი, ჯერ ვორქშოფებს დაესწრება და შემდეგ გადაინაცვლებს სპიკერების მოსასმენად. რაც ყველაზე მთავარია აბსოლუტურად ყველა სპიკერის მოსმენას შეძლებთ.

სტუმრებს შესაძლებლობა გაქვთ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტოთ, რომელ ვორქშოფსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღებთ მონაწილეობას. ვორქშოფები ჩატარდება სხვადასხვა სივრცეში.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია და დარეგისტრირდით წინასწარ. სარეგისტრაციო ყველა მონაწილეს დაეგზავნება ინდივიდუალურად. არ გაუგზავნოთ თქვენი ბმული მეორე ადამიანს (თანამშრომელს, მეგობარს) ვინც ასევე მოდის სამიტზე, რადგან ყველა პირადად მიიღებს და ეს ლინკები იქნება განსხვავებული პირველი და მეორე ნაკადის მონაწილეებისთვის.

რა სახის სამუშო შეხვედრები და ნეთვორქინგ აქტივობები გელოდებათ?

Leo Institute – სწორედ მათი კურსის დახმარებით NASA-ს, Shell-ის, Boeing-ის, Visa-ს და Moleskin-ის ლიდერებს ისტორიული მნიშვნელობის პიროვნული და ორგანიზაციული ტრასფორმაცია აქვთ გავლილი. Simon Sinek-ის ბოლო წიგნშიც ზუსტად ამ კურსზეა საუბარი, როდესაც Shell-ის გუნდის ამბავზე წერს. მათ ვორქშოპზე კი საინტერესო 2 საათიანი გამოცდილება გელით.

თემა: მდიდარი კომუნიკაცია 1+1>2

ჩვენი არაცნობიერი მექანიზმები (საჭიროება იმისა, რომ ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და რამდენად ღირებული ვართ) ხელს გვიშლის გვქონდეს კომუნიკაცია, სადაც ჩვენი შესაძლებლობები იკრიბება და ერთმანეთს ავსებს. სადაც 1+1>2. ვორქშოპზე გავაცნობიერებთ იმ არაცნობიერ პროცესს, რომელიც სიტყვების მიღმა იმალება;

  • Signify – ელექტრონული ხელმოწერები ადამიანური რესურსების მართვაშივორქშოპის ფარგლებში განვიხილავთ:
    • რა არის ელექტრონული ხელმოწერა?
    • რა პრობლემას აგვარებს Signify-ს პლატფორმა?
    • Signify-ს გამოყენება HR დოკუმენტებისთვის.

    ვორქშოპს Signify-ის მმართველი პარტნიორი ზვიად წოწკოლაური და ბიზნესის განვითარების მენეჯერი ალექსანდრე ჩხეიძე გაუძღვება.

  • პალიტრა მედია ჰოლდინგი –  HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს ბევრ სიურპიზს ჰპირდება. პალიტრის დასასვენებელ სივრცეში შეგიძლიათ დაისვენოთ, გაეცნოთ და წაიკითხოთ ბიზნეს ლიტერატურა, მიიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა და გადაიღოთ უამრავი სამახსოვრო ფოტო. რაც შეეხება Networking ოთახს, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მეგობრულ გარემოში გაიცნონ ერთმანეთი, შეაჯერონ გამოცდილება და მოსაზრებები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, დაიმუხტონ დადებითი ემოციებით. აქ ბევრი მოულოდნელი საჩუქარი და გათამაშება გელოდებათ.
  • “ნიკორა არტ-სივრცე”  ნიკორა სუპერმარკეტი წარმოგიდგენთ ,,არტ-თერაპიას HR პროფესიონალებისთვის“, რომელიც გულისხმობს HR სფეროში დასაქმებულთა ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას. ამისათვის გამოყენებული იქნება მანდალები, როგორც დაკავშირებულობისა (ნეთვორქინგის) და ერთიანობის სიმბოლო.შესაძლებლობა მოგეცემათ:გაეცნოთ მანდალა თერაპიის მნიშვნელობას როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული იდენტობის კონტექსტში;ჩაერთოთ არტ-თერაპიულ აქტივობებში, მონაწილეობა  მიიღოთ მანდალას შექმნის/გაფერადების პროცესში, რომლის დროსაც საკუთარ თავზე გამოცდით მის თერაპიულ ძალას. “ნიკორა არტ-სივრცის” სტუმრებს კომპანიისგან გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.
  • ICF საქართველო –  სამიტის მონაწილეებისაგან შემდგარი მიკრო-ჯგუფებში ქოუჩინგური მუშაობის შედეგად გამოვლინდება როგორ გავზარდოთ საქმიანობის ეფექტიანობა და ვუპასუხოთ ახალ HR გამოწვევებს ახალი ქცევებით, უნარებითა და შესაძლებლობებით.
  • My Gallery – ნიკა ჯაფარიძის ხატვის მასტერკლასი
  • Self.Ge და მარიკა ნებიერიძე წარმოგიდგენთ Team Building-ს “ციფრული ერა HR-ში”.
  • აჭარაბეთი – ,,როგორია შენი კორპორატიული ავატარი?“

კომპანიის კულტურისა და ღირებულებების კვლევის მნიშვნელობა და მისი გავრცელება გუნდში.

კითხვები, რომელსაც გავცემთ პასუხს: რა არის კომპანიის კულტურა?

რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ გუნდის საერთო ღირებულებები?

როგორ დავაიდენტიფიციროთ და გავავრცელოთ ფასეულობები კომპანიაში?