მუსიკალური მაუწყებლობის ორგანიზატორი (მმო) Rozum ბიზნესის წარმომადგენლებს გემოვნებიან ლიცენზირებულ მუსიკალურ სერვისს სთავაზობს. რას მოიცავს ლიცენზირებული მუსიკა, ვინ არიან „როზუმის“ პოტენციური მომხმარებლები და რა სიახლეებით იპყრობს კომპანია ბაზარს – ამ ყველაფრის შესახებ HR hub „როზუმის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლელა ჯიმუხაძეს ესაუბრა.
HR hub: რამდენი ხანია რაც Rozum არსებობს?
Rozum ახალი კომპანიაა, საქართველოს ბაზარზე სულ 2 წელია არსებობს და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სრულფასოვნად მუშაობა ახლახანს დაიწყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის, ამერიკისა და კანადისთვის არც ისე ახალი კონცეპტია. ჩვენ კი საჭირობიდან გამომდინარე ვეცადეთ მათი მაგალითი აგვეღო და საქართველოში დაგვენერგა ინიციატივა, რომელიც ერთდროულად საჭიროა როგორც მუსიკოსებისთვის, ასევე ბიზნესის სფეროს განვითარებისთვის.
HR hub: რას საქმიანობს კომპანია?
როზუმი არის – მუსიკალური მაუწყებლობის ორგანიზატორი (მმო). ეს არის სერვის– კომპანია რაც თავიდან ბოლომდე გულისხმობს, ბიზნესისთვის სრულ მუსიკალურ მომსახურებას, პირველ რიგში ლიცენზირებული მუსიკის მიწოდებას, ასევე მათთვის ინდივიდუალურად მორგებული ფლეილისტების შექმნას, ბოქსის ან აპლიკაციის სერვისს და განუმეორებელი განწყობის შექმნას ობიექტებზე მუსიკალური რედაქტორის დახმარებით. მოგეხსენებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში.
ჯერჯერობით ლიცენზირებული მუსიკა ასოცირდება მხოლოდ კვების ობიექტებთან, ჩვენ კი გვინდა დავამტკიცოთ, რომ მუსიკალური თანხლება ყველა ტიპის ბიზნესის პრიორიტეტია, იქნება ეს ბანკის ლაუნჯი, თუ სამშენებლო მასალების მაღაზიის შოურუმი, ჩვენთვის მთავარია მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად.
HR hub: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
როზუმი ადგილობრივ ბაზარზე მუსიკის საჯარო შესრულების მიმართულებით, ლიცენზირებული მუსიკის ერთადერთი ორგანიზატორია. საუბარია, რესტორნებში, კაფე- ბარებში, ესთეტიკის ცენტრებში და სხვა ნებისმიერ საჯარო სივრცეში მუსიკის ლიცენზირებულ გაჟღერებაზე. ჩვენ ვთავაზობთ პოტენციურ მომხმარებლებს, როგორც საერთაშორისო შემსრულებლების 9 მილიონიანი ლიცენზირებული მუსიკალურ ბაზას, ასევე 300 ზე მეტი ქართველი ავტორ-შემსრულებლების მიერ გადმოცემული მუსიკალური კატალოგებს, რაც ადგილობრივი მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია.
რაც შეეხება, მართვის ინოვაციურ მეთოდებს, ესაა სპეციალური ბოქსი და აპლიკაცია, რომელთა საშუალებითაც ჩვენი პარტნიორი კომპანიები მართავენ თავიანთ პანელს, სადაც ჩატვრთულია მათთვის შექმნილი ფლეილისტები. დამატებითი მომსახურებისა და კომფორტისთვის, მუსიკალური რედაქტორის და ტექნიკური ჯგუფის მომსახურება, ასევე პირადი მენეჯერის მომსახურება, რომელიც ინდივიდუალურად უწევს კონსულტაციას ყველა ბიზნესს საჭიროებისამებრ.
HR hub: როგორ შეიძლება თქვენთან თანამშრომლობა?
ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე, რომელიც მითითებულია ჩვენს სოციალურ ქსელებში, ასევე ვებსაიტზე, ან დარეგისტრირდეს ვებსაიტზე და ჩვენი მენეჯერები უმოკლეს დროში დაუკავშირდებიან WWW.ROZUM.GE
ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფი გაგაცნობთ ყველანაირ საჭირო ინფორმაციას. ჩვენ არ ვთვლით რომ ბიზნესის წარმომადგენლები – მომხმარებლები არიან, ეს არის პარტნიორული ურთიერთობა, რომლის ყველა დეტალიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
HR hub: ბიზნეს სამიტზე ,,როზუმი“ სიურპრიზს უმზადებს მონაწილეებს. შეგიძლიათ ამაზეც გვესაუბროთ?
გარდა იმისა, რომ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე, არასოდეს ვივიწყებთ იმ მომღერლებს, რომელთა მუსიკაც როზუმის ფლეილისტებშია. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქართული მუსიკალური ინდუსტრიის მნიშვნელოვნების წინ წამოწევა და ჩვენი ავტორ-შემსრულებლებისთვის გამჭვირვალე ჰონორარული სისტემის შეთავაზება.
რაც შეეხება სიურპრიზს, გადავწყვიტეთ HR Hub-ის სამიტზე შესანიშნავი ჯაზმენი ლუკა თოფურია თავის ბენდთან ერთად მოგვეწვია და ღონისძიების მუსიკალურ მხარეზე გვეზრუნა.