„ნიკორას აგარაკის“ პროექტი კომპანიის ტრადიციაა, რომლის ისტორიაც 2016 წელს დაიწყო და წელსაც „ნიკორა სუპერმარკეტის“ HR დეპარტამენტი თანაგუნდელებს სპეციალურად ნიკორელებისთვის მოწყობილ საზაფხულო აგარაკზე მასპინძლობს.აგარაკის პროექტმა 2021 წელს პროგრამით #განიტვირთე წარმატებულად აიღო სტარტი, ამჯერად საგურამოში მდებარე ულამაზეს აგარაკზე, რომლის გახსნას HR-hub-იც ესწრებოდა.
„ნიკორა სუპერმარკეტის“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თამარ ბაკაშვილითან საუბრისას მოვისმინეთ, რომ 2021 წლის საზაფხულო პროექტი 1300-მდე თანაგუნდელს უმასპინძლებს საინტერესო Teambuilding პროგრამით, რომლის კონცეფციასაც გუნდის შეჭიდულობისა და კავშირის გაძლიერება წარმოადგენს, რადგანაც სწორედ მტკიცე, შეჭიდულ და მოქნილ გუნდს შეუძლია გაუმკლავდეს სწრაფად ცვალებად გარემოში არსებულ გამოწვევებს. აგარაკის პროექტი არის საუკეთესო საშუალება „ნეთვორქინგის“, ემოციური ვენტილაციისა და თანამშრომლების განტვირთვისათვის, რომლის დაწყებასაც დიდი სიხარულით ელოდება თითოეული ჩვენგანი, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად HR გუნდში დიდი სამზადისი გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენს ნიკორელებს შევუქმნათ განსხვავებული და ყველასათვის სასიამოვნო გარემო.
პროგრამას უძღვებიან მოწვეული პროფესიონალი ტრენერები და აგრეთვე, პროცესში ჩართული არიან „ნიკორა კარიერის სკოლის“ ტრენერები.
პროგრამა #განიტვირთე, ნიკორელებს სთავაზობს როგორც teambuilding – აქტივობებს, ასევე მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაისვენონ, გამოეთიშონ ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს, აივსონ ენერგიით, დაიმუხტონ ბევრი პოზიტივით და #განიტვირთონ ულამაზეს საზაფხულო სივრცეში.