შემოგვიერთდით

ევოლუშენი თანამშრომლებს ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს

ევოლუშენი თანამშრომლებს ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.

ევოლუშენის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფისის თანამშრომლები ვაქცინაციისა და მომდევნო დღეს დაისვენებენ. ამავდროულად, საათობრივად მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელს, დასვენების მიუხედავად, სრულად აუნაზღაურდება ვაქცინაციისა და მომდევნო დღე.

კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ოფისში ასევე მოეწყო სწრაფი ტესტების სივრცე, სადაც ევოლუშენის პარტნიორი ლაბორატორიის მხარდაჭერით, თანამშრომლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

“გადავწყვიტეთ, მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს დამატებითი მოტივაცა, რათა მათ მიიღონ აცრის გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ პანდემიის დასრულებას. გვჯერა, რომ ერთიანი მუშაობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა გადამწყვეტია ამ პროცესში. ჩვენს სტუდიაში პანდემიის დასაწყისიდან უამრავი ცვლილება გატარდა, რათა შეგვექმნა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო – სწორედ ამ მიზნით, სტუდიაში მოეწყო სპეციალური ზონები, სადაც ჩვენი გუნდის ყველა წევრს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს ვირუსზე ტესტირება,“- აღნიშნა საქართველოს სტუდიის საოპერაციო  ხელმძღვანელმა, ჯეიკობ კლაესონმა.

ევოლუშენი შვედეთში დაფუძნებული ონლაინ სერვისებისა და გადაწყვეტილებების, B2B კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე 5000 – ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.