შემოგვიერთდით

2 ოქტომბერს ,,მტევინოში” HR hub-ის ღონისძიება ,,გარდაუვალი ცვლილებები” ჩატარდება

2 ოქტომბერს, 13:00 საათზემტევინოში, კახეთში, HR hub-ის ღონისძიება ,,გარდაუვალი ცვლილებები” გაიმართება.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი თემის განხილვას და პანელ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო ამის შემდეგ, გაიმართება რთველი და კახური სამზარეულოს დეგუსტაცია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თონეში გამოცხონ პური და ამოავლონ ჩურჩხელები. ,,მტევინოში” არსებული გარემო და შემოდგომის ოქროსფერი ფერები ამ ყველაფერს, სულ სხვა ელფერს შესძენს.

ღონისძიების ფორმატი:

  • სპიკერის გამოსვლა;
  • დისკუსია;
  • HR რთველი.
ვინ იქნება სპიკერი:
 
მედეა ტაბატაძე –  HR კონსულტანტი.
თემა: გარდაუვალი ცვლილებები

გასული პერიოდი გარდაუვალი ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდა. HR პროფესიონალების  ფოკუსი თანამშრომლების ჯანმრთლობაზე ზრუნვა აღმოჩნდა. თუმცა, ამ ცვლილებას ლოგიკურ გაგრძელებად მოყვა სამუშაო ურთიერთობების შეცვლა. შესაბამისად, პანდემიით დაძრული ცვლილებები ნელ-ნელა და ეტაპობრივად დაიმკვიდრებს თავს და გაჩნდება ცვლილებების საჭიროება შერჩევის, დაქირავების, ანაზღაურების (განსაკუთრებით კი შეღავათები)  და რაც მთავარია, თანამშორმლებთან ურთიერთობის მიმართულებით. სწორედ ამ გავლილ გამოწვევებს შევაჯამებთ და ვისაუბრეთ, რა იქნება ის ცვლილებები, რომლის კონტურებიც უკვე მკაფიოა და რომელიც მოითხოვს გადახედვას თანამშრომლობის, ანაზღაურების, განვითარებისა და შენარჩუნების მიმართულებით, ვისაუბრეთ რატომ იქნება აუცილებელი  HR ანალიტიკის, როგორც მნიშვნელოვანი ფუნქციონალის განვითარება.

ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისთვის, კომუნიკაციისთვის,  დისკუსიისთვის, იდეების გაცვლისა და სიახლეების გაცნობისთვის. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია  როგორც HR მენეჯერებისთვის, ასევე თემით დაინტერესებული მენეჯერებისა და დირექტორებისთვის.

დარეგისტრირდით 29 სექტემბრამდე: https://forms.gle/BYAMob7HDQsGbq7c7
რეგულაციებიდან გამომდინარე მონაწილეთ რაოდენობა შეზღუდულია.
უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წამობრძანდეთ თქვენი ავტომობილით.
ღონისძიებაზე მოსახვედრად საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესებიდან ერთ-ერთი:
  • დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • პირებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ 19, ღონისძიებაზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ.

ასევე გთხოვთ, ატარეთ პირბადე.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების პარტნიორია  Grant Thornton Georgia.