მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს HR მენეჯერებისთვის საინტერესო სიახლეებზე წერას. გვინდა გაგაცნოთ კომპანია განაგე. ჩვენ მის თანადამფუძნებელსა და მარკეტინგის დირექტორ თორნიკე ახობაძეს ვესაუბრეთ.
HR hub: რა არის განაგე?
განაგე არის ციფრული სადაზღვევო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველა სადაზღვევო შემოთავაზებას ერთ სივრცეში. ჩვენ უკვე 14 სადაზღვევო კომპანიის პარტნიორები ვართ და სწორედ მათი პროდუქტები იქნება წარდმოგენილი ვებ-გვერდზე gana.ge.
HR hub: რა მიზნით შეიქმნა და ვისთვის არის განკუთვნილი ახალი პლატფორმა?
განაგეს შექმნის მთავარი მიზანია, სადაზღვევო ინდუსტრიის დემოკრატიზაცია გაციფრულების გზით. რაც გუსლიხმობს სადაზღვევო პროდუქტის შერჩევის, შედარების და შეძენის პროცესის გამარტივებას.
გარდა ამისა, დღესდღეობით ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მძაფრად დგას სადაზღვევო ცნობიერების პრობლემა. მარტივად, რომ ვთქვათ საზოგადოება ვერ ერკვევა დაზღვევის რთულ დეტალებში. ჩვენი მიზანია, მარტივი, საინტერესო და გასართობი გზით ავხსნათ სადაზღვევო პროდუქტები და მივცეთ მომხარებელს სასარგებლო რჩევები.
პლატფორმა გათვლილია, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებზე, სადაც შესაძლებელია სადაზღვევო პროდუქტების შედარება და შეძენა.
HR hub: როგორ გამოიყენებს თქვენს სერვისს HR მენეჯერი?
განაგეს ახალი პროდუქტი „სატენდერო დაფა“ მოსახერხებელი, კომფორტული და უსასყიდლო გზაა HR მენეჯერებისთვის სადაზღვევო ტენდერის გამოსაცხადებლად.
ყველამ კარგად ვიცით, როგორი ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია სადაზღვევო ტენდერის გამოცხადება. ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, იცოდეთ რა ინფორმაცია სჭირდება სადაზღვევო კომპანიას თქვენგან, რაც ხშირ შემთხვევაში განსხვავდება სადაზღვევოების მიხედვით. შემდეგ უნდა მოიძიოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და ინდივიდუალურად ესაუბროთ არაერთ სადაზღვევო აგენტს.
სწორედ ამ ხანგრძლივი და რთული პროცესის თავიდან ასარიდებლად ჩვვენ გთავაზობთ “სატენდერო დაფა”-ს, სადაც შეავსებთ ერთ უნიკალურ განაცხადს და გამოაცხადებთ ტენდერს, ზუსტად 3 წუთში. განაგეს პარტნიორი 14 სადაზღვევო კომპანია ტენდერს განთავსებისთანავე იხილავს და მოამზადებს საკუთარ შეთავაზებას. HR მენეჯერი კი ყველა შეთავაზებას ერთ სივრცეში (პირად კაბინეტში) გაეცნობა.
პროდუქტი სულ რაღაც ერთი თვეა რაც ჩაეშვა და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა კომპანიებისგან.
ვფიქრობთ, რომ ეს პროდუქტი HR მენეჯერებსა და ზოგადად კომპანიის მენეჯმენტს დაეხმარება ძალიან დიდი დროის რესურსის დაზოგვასა და ზედმეტი კომუნიკაციისა თუ ბიუროკრატიის თავიდან არიდებაში.
HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
Gana.ge-ს უახლოეს მომავლაში დაემატება ახალი პროდუქტი „განაგე დაზღვევა“, რომელიც ფიზიკურ პირებს შესთავაზებს საცალო სადაზღვევო პროდუქტების შერჩევის და შეძენის შესაძლებლობას. მომხმარებელს მიეცემა საშუალება მიიღოს 100%-ით მასზე მორგებული პროდუქტი სწრაფად და მარტივად.