შემოგვიერთდით

HR Crazy Party სასტუმრო ბაკურიანი ინნში გაიმართება

HR პროფესიონალები მუდმივად ზრუნავენ თანამშრომლებზე. ჩვენ კი გადავწყვიტეთ მათზე ვიზრუნოთ და განტვირთვის დღეები მოვუწყოთ.

19 და 20 ნოემბერს, ბაკურიანში, HR hub, სასტუმრო ბაკურიანი ინთან ერთად დაუვიწყარ დღეებს გპირდებათ.

HR Crazy Party – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც თავის სახელს სრულად გაამართლებს. მსგავსი ფორმატის გასვლითი ღონისძიება HR hub-ის შექმნის მანძილზე ჯერ არ ჩატარებულა.
ღონისძიება ბაკურიანი ინნში გაიმართება.
რა გელოდებათ?
  • საინტერესო სპიკერების მოსმენა;
  • სუფთა ჰაერი;
  • განტვირთვა საოცარ გარემოში;
  • Pool Party;
  • გლინტვეინ ფართი DJ-ისა და პერკუსიის თანხლებით;
  • კარაოკე;
  • თამაშები;
  • ზღვა ემოციები.

სპიკერები და თემები:

თემა I: “ლიდერშიფის გამოწვევები ტრანსფორმაციის პროცესში”

  1. რუსუდან თელია – ACT – ის დამფუძნებელი და Culture Lead;
  2. ლაშა ბოკუჩავაACT – ის ბიზნეს ანალიტიკის მიმართულების ლიდი.

თემა II: ენეაგრამა, HR ში ფსიქოლოგიური ინსტუმენტების გამოყენება;

ილია ნიკაჭაძე – NLP Coach მასტერი, ENNEAGRAM მასტერი, პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი, საქართველოს ენეაგრამა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

ენეაგრამა ადგენს ფსიქიკის რუკას და გვეხმარება ადამიანის ქცევის სიღრმისეულ გაგებაში.

გამოყენების მიმართულება:

  • თანამშრომელთა შერჩევა/დაწინაურება,
  • გუნდის წევრების ოპტიმალური დაკომპლექტება,
  • სტაფის მოტივაცია/განვითარებაზე ზრუნვა;
ეს იქნება შთაბეჭდილებებით სავსე 3 დღე, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.
დარეგისტრირდით 17 ნოემბრამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ღონისძიებაზე მოსახვედრად საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესებიდან ერთ-ერთი:
  • დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • პირებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ 19, ღონისძიებაზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ.

ლაბორატორია მედ დიაგნოსტიკა ხელს შეუწყობს კოვიდ უსაფრთხო გარემოს შექმნას და მონაწილეებს თბილისიდან ბაკურიანში გასამგზავრებლად, ტრანსპორტში ასვლამდე,  სურვილისამებრ,  ადგილზე უსასყიდლოდ გატესტავს.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების პარტნიორია: ბაკურიანი ინGrant Thornton Georgia, Kind david KD4US.