შემოგვიერთდით

HR გალას განრიგი

28 დეკემბერს 20:00 საათზე კინოთეატრ ამირანში HR Gala ღონისძიება გაიმართება, სადაც 2021 წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება.

განრიგი:

19:00 – 20:00 მიღება წითელ ხალიჩაზე კინოთეატრ ამირანის ჰოლში, ფოტოების გადაღება და ნეთვორქინგი;

კინო დარბაზი:

    • 20:00 – 20:03 ღონისძიების გახსნა;
    • 20:03 – 20:33 სპიკერი: თათია ტურაშვილი: თემა Positive Psychology in the Workplace: Thank God it’s Monday;
    • 20:33 – 21:32 წლის საუკეთესო HR პროექტების პრეზენტაციები, სპიკერების გამოსვლები და გამოცდილების გაზიარება; (5-7 წთ)
    • 21:32 – 21:33 წესების გაცნობა
    • 21:33 – 21: 52 HR სერვის პროექტების გაცნობა (თითოეულ გამომსვლელს ექნება 5 წთ.);
    • 21:52 – 22:00 წლის საუკეთესო HR პროექტის გამოვლენა და დაჯილდოება.

ნომინანტია 8 ორგანიზაციის HR პროექტი:

  1. ევექსი ჰოსპიტლები – ნინო შადური კულტურის ევოლუციის ელეჩები;
  2. საქართველოს უნივერსიტეტი – მარიამ ჯანჯარია HR პროცესის გაციფრულება;
  3. ორიენტ ლოჯიკი – ოთო ტაბატაძე მზადება გუშინდელი დღისთვის;
  4. JTI (Japan Tobacco International) – თინათინ ჯანაშვილი  I – Make It Bright!   II – NWOW: New Ways of Working;
  5. Pepsico –  ნათია უბილავა კრიტიკული კომპეტენციების შენება ორგანიზაციიდან გაუსვლელად, ელენა ოკუჯავა ციფრული ერა შერჩევაში;
  6. საქართველოს ეროვნული ბანკი – ნინო ბერუაშვილი ქოუჩინგი მაღალეფექტიანი საქმიანობისთვის!;
  7. ბორუსან კატ საქართველო – 1997 წლიდან არის “Caterpillar” -ის ოფიციალური დილერი საქართველოში – რუსიკო ჭანუყვაძე  Stay Strong, Stay Connected! იყავი ძლიერი, დარჩი კავშირზე!
  8. სს “გეფა” – რევაზ ბაღათურია ელექტრონული სასწავლო პლატფორმის იმპლემენტაცია.

ხმის მიცემა მოხდება ონლაინ. თითოეულ კომპანიას მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება აქვს. თუ კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი დაესწრება ღონისძიებას, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას დააფიქსირებს რომელიმე თანამშრომელი კომპანიის სახელით.

შერჩევაში მონაწილეობას კონკურსანტებიც შეძლებენ, თუმცა რა თქმა უნდა მათ არ ექნებათ საკუთარი კომპანიის არჩევის უფლება.

გაითვალისწინეთ კომპანიიდან მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია  ხმის მიცემა, რომელიც მოხდება ონლაინ, Menti.com-ზე.

ამიტომ წინასწარ შეარჩიეთ წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე მისცემს ხმას თქვენი კომპანიიდან.

ღონისძიებაზე საინტერესო, ინოვაციურ პროექტებს წარმოადგენენ HR სერვის კომპანიებიც, რომლებმაც HR მენეჯერებს საინტერესო HR პროექტები/გადაწყვეტები შესთავაზეს:

  1. Connections: თამარ კიკვაძე – თემა: რეკრუტერი როგორც სეილსმენი;
  2. EVA: სალომე არღვლიანი – თემა: ISO 10667 -1/2 საერთაშორისო სტანდარტი: HR პროცესების ახალი სიცოცხლე;
  3. Dealz.ge: არჩილ მაჭარაძე – თემა: EBS – Employee Benefits – კორპორაციული ონლაინ მაღაზია;
  4. საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია  – GEC Consulting: ალექსანდრე ჭელიძე, GEC Consulting-ის ბიზნეს კონსულტანტი, TEDxTbilisi-ის სპიკერი. თემა “პერფორმანსის ანატომია”.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა გქონდეთ მწვანე პასპორტი.

გელოდებით HR გალაზე!