HR hub – მა მედეა ტაბატაძესთან ერთად კომპანიების ხელმძღვანელებისთვის ვორქშოპების უნიკალური, პრაქტიკული პროგრამა შექმნა. ვორქშოპი ორდღიანია და 23 და 24 თებერვალს ონლაინ ჩატარდება. შეხვედრები 18:00 საათზე დაიწყება.
ადამიანური კაპიტალის ეფექტურად მართვის მნიშვნელობა მზარდია. ტალანტების მართვის ექსკლუზიური პროგრამა სპეციალურად ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის შევქმენით, სადაც მათ ადამიანური კაპიტალის მართვის საკითხებზე დასაფიქრებლად და სამსჯელოდ ვიწვევთ, რადგან თანამშრომლები ყველა ხელმძღვანელის დღის წესრიგში მთავარი საკითხია, რომელსაც დროის 10-15%-ს უთმობენ. სწორედ ყველაზე ფასეული კაპიტალის, ტალანტების მართვას დაეთმობა ჩვენი ორდღიანი ონლაინ ვორქშოპი.
დღეს თითქმის ყველა კომპანია უჩივის კანდიდატების დეფიციტს, ვაკანსიების სიმრავლეს, სადაც კანდიდატების დაინტერესებაც კი რთულ პრობლემად იქცა.
შექმნილი პრობლემები განსხვავებულ მიდგომებსა და გადაწყვეტილებებს მოითხოვს რეკრუტინგისა და შერჩევის, გუნდის წევრებთან კომუნიკაციის, შეფასების უკუკავშირის, კულტურის შენარჩუნების, შეღავათებისა და HRM პროცესების მიმართულებით.
სწორედ მნიშვნელოვანი გამოწვევების შესაბამის გადაწყვეტილებებზე ვისაუბრებთ ონლაინ შეხვედრების განმავლობაში.
ვორქშოპი განკუთვნილია:
- ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის;
- დამფუძნებლებისთვის;
- დირექტორებისთვის;
- მმართველი რგოლისთვის.
ვორქშოპს გაუძღვება: მედეა ტაბატაძე, რომელიც ფლობს ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში მუშაობის 17+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. იგი არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესიონალი HR კონსულტანტი. მედეა ასევე არის საქართველოს ბაზარზე წამყვანი HR კომპანიის – “ინსორსის” დამფუძნებელი და დირექტორი.
ვორქშოპის პროგრამა:
შეხვედრა 1 (3 საათი) 23 თებერვალი:
- ხელმძღვანელის როლი ახალი რეალობის კულტურის შექმნაში;
- ადამიანური კაპიტალის შენარჩუნების გამოწვევები;
- HR მენეჯერთან/გუნდთან კომუნიკაცია;
- HRM რეპორტები და ანალიტიკა ადამიანური რესურსის მართვის ეფექტურობის შესაფასებლად, პოტენციური რისკების, დაბალი შედეგებისა და რესრუსის გადინების თავიდან აცილების მიზნით;
- ჰიბრიდული გუნდის მართვის გამოწვევები – კომუნიკაცია დისტანციასა და ოფისში მყოფ კოლეგებთან, შედეგების დაგეგმვისა და მიღწევის პროცესი ჰიბრიდულ გუნდთან ერთად; ჰიბრიდული გუნდის შესრულების მართვისა და შედეგებზე უკუკავშირის ახალი მოდელი. Scrum და Agile მეთოდოლოგია ახალი რეალობის ჰიბრიდული გუნდისთვის;
- მენეჯმენტის ახალი კომპტენციები- ვირტუალური კომუნიკაციების მართვა ჰიბრიდულ გუნდში; შედეგებზე ორიენტირებული მართვა და კულტურა; უკუკავშირის ახალი სტრუქტურა; თანამშორმლების გამოცდილების კვლევა; არასტაბილურ გარემოში კომუნიკაცია კორპორატიული კულტურის შესანარჩუნებლად.
შეხვედრა 2 (3 საათი) 24 თებერვალი:
- რეკრუტინგი და შერჩევა – ტრადიციული რეკრუტინგის პროცესის მიერ შექმნილი სირთულეები; მაქსიმალური მოქნილობა „ახალი რეალობაში“; ციფრული და დისტანციური შერჩევის სპეციფიკა; რეკრუტინგისა და შერჩევის უახლესი მეთოდები;
- დაქირავებისა და თანამშორმლობის თანამედროვე გადაწყვეტილებები;
- მოქნილი ურთიერთობები- „ფრილანსერის“, დისტანციურად მუშაობის მსურველის ან დროებითი სამუშაოს მსურველის დაქირავების საჭიროება და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინფორმაცია. თანამშრომლების მოლოდინებისა და გამოცდილების კვლევა და მონაცემების ანალიზი ახალი რეალობისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და ურთიერთობების შესაქმნელად;
- ანაზღაურების რედიზაინი-ახალი რეალობის ახალი საბონუსე ანაზღაურება და შეღავათები. საბონუსე ანაზღაურების ახალი მოდელები. პოსპანდემიური პერიოდის განახლებული შეღავათები, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ახალი ტიპის „დეი ოფ“ და ჰიბრიდული სამუშო კვირა;
- HR პროცედურები ახალი რეალობისთვის – პოსტანდემიური პერიოდის ახალი რეგულაციები ორგანიზაციებში, ახალი რეალობის შესაბამისი პრაქტიკებისა თუ პროცედურების იდენტიფიცირება შრომითი და დაავადების რისკების შესამცირებლად.
დარეგისტრირდით: https://forms.gle/Mo9AkXQc5XR1z2vn9
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 თებერვალი 17:00.
ვორქშოპზე დასწრების ღირებულებაა 400 ლარი.