შემოგვიერთდით

გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორის მოადგილის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა

გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორის მოადგილის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა 2022 წლის იანვრიდან და ზედამხედველობას გაუწევს კომპანიას ბიზნესის განვითარების, მარკეტინგის და კომუნიკაციის კუთხით.

გრანთ თორნთონი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებს უწევს. კომპანია გრანთ თორნთონი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ქსელში შემავალი კომპანები 1999 წლიდან მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე.

პაატა შურღაია  გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის დეპარტამენტს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, 2019 წლიდან კი ასევე კომპანიის პარტნიორია.  პაატას აუდიტორულ კომპანიებში აუთსორსინგის სფეროში მუშაობის 13 წელიანი გამოცდილება აქვს როგორც    საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში.  აღნიშნული მიმართულებით პაატა ჩართული იყო მსხვილმასშტაბიან გლობალურ პროექტებში ევროპის და აზიის ქვეყნებში. პაატას დიდი წვლილი აქვს შეტანილი გრანთ თორნთონ საქართველოს აუთსორსინგის განყოფილების განვითარებაში და მის გაციფრულებაში.  მან დიდი გავლენა მოახდინა აუთსორსინგის განყოფილების ახალი სერვისების შექმნაში და სამაგალითოა როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კომპანიის პარტნიორი.

პაატამ მაგისტრის ხარისხი მოიპოვა დიდ ბრიტანეთში, კარდიფის უნივერსიტეტში და ასევე ფლობს დოქტორის ხარისხს; იგი ასევე არის ასოცირებული პროფესორი და  მიწვეული ლექტორი რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, სადაც კითხულობს ლექციებს ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ.

„მე მჯერა, ამ მიმართულებით ჩემი ჩართულობა გააძლიერებს გრანთ თორნთონის პოზიციონირებას ბაზრზე და  ჩვენი ინკლუზიური მიდგომებით შევეცდებით განსაკუთრებული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენ კლიენტებს კიდევ უფრო გაუმჯობესებული და დახვეწლი სერვისების მიწოდებით“- აღნიშნავს ბატონი პაატა.

ვახტანგ ცაბაძე,  გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს: ”ვულოცავ პაატას ახალ თანამდებობას.  წლების განმავლობაში ჩვენ მხარდამხარ ვშრომობთ კომპანიისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს გააძლიერებს ჩვენს მმართველ გუნდს და  დარწმუნებული ვარ ერთობლივად შევძლებთ გრანთ თორნთონი კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“.

გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის ქსელში შემავალმა კომპანიებმა, 2021 ფინანსურ წელს (2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) გლობალურად რეკორდული შემოსავალი – 6,6 მილიარდი აშშ დოლარი დააფიქსირეს. აღნიშნული მაჩვენებელი 14,3%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. გლობალური შედეგების  პარალელურად, 2021 წელი გრანთ თორნთონ საქართველოსთვისაც წარმატებული იყო როგორც შემოსავლების, ასევე ახალი პროექტების თვალსაზრისით. პანდემიის მიუხედავად, საქართველოში კომპანიას  შემოსავლების ? %-იანი ზრდა ქონდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა  30%-ით გაიზარდა. არსებული ცვლილებების გათვალისწინებით 2022 წელს კომპანია კიდევ უფრო კარგ შედეგებს და მნიშვნელოვან ზრდას ელოდება.

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 58,000-მდე თანამშრომელი, 138-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.